მოდრიჩი "რეალის" დატოვებასთან ახლოსაა და ეს კლუბი "ინტერი" სულაც არაა !

სიახლეები / ფეხბურთი 06-ნოე, 13:379 crash 657 0



მოდრიჩი



თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლუკა მოდრიჩი სულ მალე მადრიდის "რეალს" დატოვებს. მუნდიალის შემდეგ, მოდრიჩს აშკარად მოტივაციის პრობლემა აქვს და მოედანზე იმის ნახევარსაც ვერ ვხედავთ, რაც ხორვატი გასულ სეზონში იყო.

მოგეხსენებათ, რომ გასულ ზაფხულში ლუკა "ინტერში" გადაბარგებასთან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ახლახანს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორვატი ვარსკვლავი შესაძლოა "იუვენტუსში" ვიხილოთ, სადაც მას ძალიან უნდა თამაში. აღსანიშნავია, რომ რონალდუს ახალ კლუბში თამაში ერთ დროს მარსელომაც მოისურვა, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც სამეფო გრანდზე შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი და რონალდუ წლების მანძილზე საოცარ დუეტს ქმნიდნენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018