რამდენი წუთი გაატარა მოედანზე ტრავმებისგან გაწამებულმა ჯანო ანანიძემ 2018 წელს ?

სიახლეები / ფეხბურთი 06-ნოე, 16:229 crash 100 0



რამდენი წუთი გაატარა მოედანზე ტრავმებისგან გაწამებულმა ჯანო ანანიძემ 2018 წელს ?



მოგეხსენებათ, რომ ჯანო ანანიძე ბოლო პერიოდია ვერა და ვერ შედის ფორმაში, ამის მთავარი მიზეზი კი ხშირი ტრავმინობაა. ქართველი ნახევარმცველი თამამად შეგვიძლია ვთვქათ, რომ ტრავმებს გაწამებული ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯანოს სულ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სამატჩო განაცხადში კი 10–ჯერ მოხვდა. აღნიშნულ ოთხ დაპირისპირებაში 26 წლის ნახევარმცველმა სულ 52 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში 2009 წლიდან ირიცხება, ასევე საქართველოს ნაკრებშიც მისი დებიუტი 2009 წელს შედგა.

სასიხარულოა, რომ 26 წლის ფეხბურთელი დანებებას არ აპირებს და ფეხბურთში დაბრუნება მალევე სურს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018