"სიამოვნებით ვიხილავდი ასე რონალდუს.." - იკარდის მეუღლემ კრიშტიანუ გააკრიტიკა

სიახლეები / ფეხბურთი 07-ნოე, 12:209 crash 75 0






მაურო იკარდის ცოლმა ვანდა ნარამ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას რონალდუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პორტუგალიელს იკარდიზე მხოლოდ ერთით მეტი გოლი აქვს გატანილი.

" იკარდის რონალდუზე ერთი გოლით ნაკლები აქვს გატანილი, მიუხედავად იმისა, რომ სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. სიამოვნებით ვიხილავდი რონალდუს, რომელიც სათადარიგო სკამზე მშვიდად ზის, მისი გუნდი კი ხუთი გოლით იგებს და მან იცის, რომ მინიმუმ სამი გოლის გატანა შეეძლო, როგორც ეს "ჯენოასთან" შეხვედრაში მოხდა. " - აცხადებს ვანდა ნარა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რონალდუს "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018