ჟოზე მოურინიოს კომენტარი "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ

სიახლეები / ფეხბურთი 08-ნოე, 11:519 crash 28 0



ჟოზე მოურინიოს კომენტარი



ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თავისი საქციელის გამო ბოდიშიც მოიხადა. როგორც იცით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზე სტადიონზე შევარდა და "იუვეს" ქომაგები გააღიზიანა :

" მთელი 90 წუთის განმავლობაში მისტვენდნენ და მლანძღავდნენ. აქ მხოლოდ იმისათვის ჩამოვედი, რომ საკუთარი სამუშაო შემესრულებინა. არავისთვის არ მინდოდა შეურაცხჰყოფის მიყენება, უბრალოდ მიგანიშნეთ, რომ უფრო ხმამაღლა მსურდა შეძახილების მოსმენა. სავარაუდოდ, ეს არ უნდა გამეკეთებინა და ცივ გონებაზე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ როდესაც ჩემს ოჯახს აყენებენ შეურაცხჰოყოფას, მათ შორის ჩემს ოჯახს "ინტერში", ასეთი რეაქცია მაქვს" - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ "იუვე" მატჩს რონალდუს გოლით იგებდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ ორი გოლის გატანა შეძლეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018