ცნობილია თუ რა თანხას გადაუხდიან ფლოიდ მეივეზერს ММА-ში სადებიუტო ბრძოლისთვის

სიახლეები / სხვა სახეობები 08-ნოე, 13:049 crash 147 0



ცნობილია თუ რა თანხას გადაუხდიან ფლოიდ მეივეზერს ММА-ში სადებიუტო ბრძოლისთვის



მოგეხსენებათ, რომ ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი (MMA) წესებით თავის პირველ შეხვედრას 31 დეკემბერს, ტოკიოში გამართავს. 41 წლის ფლოიდს მეტოქეობას გაუწევს 20 წლის იაპონელი კიკბოქსერი - ტენსინ ნაცუკავა.

როგორც ცნობილია, მეივეზერს ამ ბრძოლის ჩატარებისათვის ორგანიზატორები 62 მილიონ დოლარს გადასცემენ. ასევე ამბობენ , რომ ამ თანხას ტრანსლაციებიდან შემოსული თანხაც დაემატება და ჯამში მოკრივე 100 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერის ეს გადაწყვეტილება კონორ მაკგრეგორმა გააკრიტიკა, რომელსაც მასთან რევანშის ჩატარება სურდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018