რა თანხის გამომუშავება შეეძლება ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ?

სიახლეები / სხვა სახეობები 08-ნოე, 13:319 crash 140 0



რა თანხის გამომუშავება შეეძლება ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ?



მოგეხსენებათ, რომ გასულ ტურნირზე ლევან გორგაძემ ოძეკის სტატუსი შეინარჩუნდა და აკი ბაშო დადებითი ბალანსით დატოვა.

მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ გამოიმუშავა, რომელსაც 410 კენშო შეხვდა. რაც შეეხება ლევან გორგაძეს, ტოჩინოშინმა 74 კენშო, ანუ 104 118 ლარი დააგროვა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურებოდა :

იოკოძუნა ჰაკუჰო - (15:0) - 410 კენშო
იოკოძუნა კისენასოტო - (10:5) - 297 კენშო
იოკოძუნა კაკურიუ - (10:5) - 190 კენშო
ოძეკი გოეიდო - (12:3) - 149 კენშო
სეკივაკე მიტაკეუმი - (9:6) - 112 კენშო
ოძეკი ტაკაიასუ - (11:4) - 100 კენშო
ოძეკი ტოჩინოშინი (9:6) - 74 კენშო
მეორე მეგაშირა ჩიოტარიუ (5:10) - 71 კენშო
მეცამეტე მეგაშირა რიუდენი (10:5) - 49 კენშო
მეშვიდე მეგაშირა შოჰოზანი (7:8) - 46 კენშო

როგორც იცით, ლევანმა წინა ბაშოზე 9 შეხვედრა მოიგო, 6 კი დათმო. კიუშუ ბაშოზე უკეთესი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში თოჩინოშინს შეუძლია მინიმუმ 150 000 ლარიც კი გამოიმუშავოს. თუ ტოჩი ბაშოს მოიგებს, რა თქმა უნდა გაცილებით დიდ თანხას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სუმოისტებს სპონსორები აფინანსებენ. სპონსორთა საყვარელი სუმოისტი კი მიუხედავად ჰაკუჰოს სიძლიერისა, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კისენასოტოა. იაპონელი იოკოძუნა ერთი შეხვედრის მოგების სანაცვლოდ სხვა სუმოისტებზ ეგაცილებით დიდ თანხას იღებს კონვერტიდან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018