Image

"ჩაკვეტაძე დე ბრუინისა და მესის მსგავსი ბიჭია" - პორტუგალიური პრესა ქართველ ტალანტაზე ალაპარაკდა

სიახლეები / ფეხბურთი 09-ნოე, 13:489 crash 1251
image



















პორტუგალიურმა გამოცემა goalpoint.pt–მა საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ახალგაზრდა ნახევარმცველის შესახებ სტატია გამოაქვეყნა :

" ეს გვარი არ არის ადვილი წარმოსათქმელი, თუმცა ის რამდენჯერმე მოვისმინე და დარწმუნებული ვარ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მას ყველა მარტივად წარმოვთქვამთ. ეს ბავშვი მხოლოდ 19 წლისაა – ის 1999 წელს დაიბადა და ბელგიის ჩემპიონატში უკვე დიდი სიტყვა თქვა. იგი "გენტმა" 1,5 მილიონის სანაცვლოდ თბილისის "დინამოდან" იყიდა და ეს არის მინიმალური ფასი – ყველაფერი მალე დადასტურდება. მიმდინარე სეზონში ბელგიის პრო ლიგაში გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე 1,000 წუთზე მეტი ითამაშა. იმაზე მეტი, რამდენიც გასულ სეზონში ერთად. ბელგიის დონის ჩემპიონატისთვის გიორგი ძალიან პატარაა, მაგრამ ქართველს ისეთი შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, 2020 წლამდე "გენტს" მისი შეჩერება გაუჭირდება. გიორგი ჩაკვეტაძე შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც თავდამსხმელის უკან და ფლანგზე თამაში შეუძლია. იმიტომ ვწერთ შემტევ ნახევარმცველს, რომ ნამდვილი შემოქმედია. ქართველი თითო მატჩში საშუალოდ 1.7 სახიფათო მომენტს ქმნის, რაც სტატისტიკურად ლეო მესისთან, ნეიმართან და დე ბრუინთან აახლოვებს. "გენტის" ქართველი ფეხბურთელი 1.83 მეტრია, თუმცა იგი თამაშის დროს საკმაოდ სწრაფ აჩქარებას ანვითარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგი ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა,"

სტატია მომზადებულია sport.adjara.com - ის მიხედვით.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (278)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა