Image

,,ვეცდები მომავალშიც ასე გავაგრძელო და წარმატება თავში არ ამივარდეს” - ჩაკვეტაძის ინტერვიუ

სიახლეები / ფეხბურთი 12-ნოე, 19:439 crash 90
image


,,ვეცდები მომავალშიც ასე გავაგრძელო, ჩემს საქმეს გულით მთელი სერიოზულობით მივუდგე და წარმატება თავში არ ამივარდეს”- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუს დასაწყისში ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ “გენტში” გადასვლის შესახებ საუბრობს და ლაშა ჯაკობიას, გიორგი გახოკიძეს და როჯერ ჰენროტაის მადლობას უხდის, იმისათვის რომ ბენელუქსურ გუნდში გადასვლაში დაეხმარნენ.

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ჩემი გადაბირება სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, არჩევანი გენტზე” შევაჩერე. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა ლაშა ჯაკობიას, გიორგი გახოკიძეს და როჯერ ჰენროტაის! ბელგიაშ სწორედ ამ ხალხის დახმარებით მოვხვდი, ვენდე და არც შევცდარვარ…

ამ ბიჭებმა ვენის “რაპიდიდან” “გენტში” საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც წამოიყვანეს. დარწმუნებული ვარ, როცა გიორგი გამოჯანმრთელდება, გოლების გატანას ჩვეულ სიხშირით გააგრძელებს. მან ვარჯიში უკვე განაახლა და იმედია მალე დაგვეხმარება.

რაც შეეხება ბელგიის ჩემპიონატს დონე ძალიან გაზრდილია. ეს მაღალი დონის ჩემპიონატია, ბრძოლისუნარიანი გუნდებით.” -აცხადებს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.

ჩაკვეტაძე ეროვნულ გუნდზე საუბრისას აცხადებს, რომ იქ თამაში მისთვის დიდი სტიმულია და ნაკრების მწვრთნელების ნდობით გახარებულია.

ერთა ლიგაზე კი დარწუნებულია, რომ ჩვენი ნაკრები დარჩენილ მატჩებში წარმატებას მიაღწევს. გიორგის აზრით, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ძალიან დიდი მონდომება დაგვჭირდება.

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის უდიდესი სტიმულია და ძალიან მიხარია, რომ მწვრთნელები მენდობიან.
ჩემს ასაკში ასეთ რაღაცას ვერ წარმოვიდგენდი…
ძალიან მინდა იმედი არავის გავუცრუო!

ვეცდები მომავალშიც ასე გავაგრძელო, ჩემს საქმეს გულით მთელი სერიოზულობით მივუდგე და წარმატება თავში არ ამივარდეს.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ “ერთა ლიგის” ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გავხდი. ყაზახეთთან გამართული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებული გრძნობაა, ჩემი გოლით რომ მოვიგეთ.

ეს ტურნირი მართლაც საუცხოოდ დავიწყეთ, წარმატებას ვაგრძელებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გავახარებთ. წარმატების მიზეზად ჩვენი მონდომება და თავდაჯერება მიმაჩნია. ასევე ისიც, რომ მეტოქეებად გრანდები არ გვყავს.

ფლეი-ოფის საგზური გავინაღდეთ, მაგრამ არ ვმოვდუნდებით და დარწმუნებული ვარ ნაკრები დარჩენილ მატჩებში წარმატებას მიაღწევს.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ძალიან დიდი მონდობება დაგვჭირდება.” – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ასარჩევად რომ ჰქონდეს საქმე, ამ ასაკსა და ამ ვითარებაში სად გააგრძელებდი კარიერას?

გიორგი ჩაკვეტაძე პასუხობს: მადრიდის “რეალი” ჩემი ოცნების გუნდია.

მესისა და რონალდუს შორის არჩევანს კი პორტუგალიელის სასარგებლოდ აკეთებს.

ინტერვიუს ბოლოს კი გიორგი ჩაკვეტაძე გულშემატკივარს მიმართავს: ,,ჩვენს ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის! ვეცდები, გავამართლო თქვენი იმედები!

წყარო: http://kvirispalitra.ge


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა