დღის ახალი ამბები

ხვიჩას ხელფასს გაუორმაგებენ – ნახეთ რა ანაზღაურებას მიიღებს კვარაცხელია ნაპოლიში

ხვიჩას ხელფასს გაუორმაგებენ – ნახეთ რა ანაზღაურებას მიიღებს კვარაცხელია ნაპოლიში
2-10-2022, 15:25

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს და 1-1.5 მილიონი ევროდან, კვარას 3 მილიონი ევრო გაუხდება. (წლიური ანაზღაურება)

“ნაპოლის” ხელმძღვანელობას სურს კვარათი განსაკუთრებული პროექტი წამოიწყოს და არ სურს, სხვა გუნდმა ქართველი ხელში მარტივად ჩაიგდოს. ამიტომ, ჰონორარი საგრძობლად გაიზრდება.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა Transfermatk-მა ქართველი 35 მილიონ ევროდ შეაფასა. მისი 1.5 მილიონიანი ანაზღაურება კი იტალიის გამორჩეულ კლუბებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

წყარო: elnews.ge





გაზიარება
მოინახულეს 2 031-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა