Image

კონფლიქტისა და ჩავარდნილი ტურნირის მიუხედავად.. რომელ ადგილებზე არიან ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო რეიტინგში ?

სიახლეები / ჭიდაობა 01-დეკ, 19:369 crash 595
image


მოგეხსენებათ, რომ ყველასათვის ცნობილი ინციდენტის გამო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოსაკას გრანდ სლემი ჩააგდო და ტურნინი უმედლოდ დაასრულა. მიუხედავად ჩავარდნილი ტურნირისა, ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო რეიტინგში მაინც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან.

-60კგ - ამ წონით კატეგორიაში ყველაზე კარგი შედეგი ამირან პაპინაშვილს აქვს, რომელიც 5018 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
-66 კგ - საუკეთესო შედეგი ვაჟა მარგველაშვილს აქვს. ქართველი ფალავანი ამ წონით კატეგორიაში 5326 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
-73 კგ - 6451 ქულით ლაშა შავდათუაშვილი მსოლფიოს რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს. ქართველი მხოლოდ იაპონელ ჰაშიმოტოს ჩამორჩება.
-81 კგ - სამწუხაროდ ამ წონით კატეგორიაში მოწინავე პოზიციებზე არცერთი ქართველი არ იმყოფება. ყველასგან გამორჩეული შედეგი ზებედა რეხვიაშვილს აქვს, რომელიც 2099 ქულით 22-ე პოზიციაზეა.
-90 კგ - ამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი მეექსვე პოზიციაზე იმყოფება ( 3877 )
-100 კგ - ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. პირველ ადგილს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი იკავებს 6558 ქულით
+ 100 კგ - ტედი რინერის ზარმაცობის ფონზე გურამ თუშიშვილი აბსოლიტურ წონას დაეუფლა. თუშიშვილი პირველ ადგილს 7202 ქულით იკავებს.



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (165)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა