Image

რაგბის ლეგენდა : "ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მინახავს, თუმცა ..."

სიახლეები / რაგბი 02-დეკ, 12:219 crash 1783
image


საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი BBC-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ რაგბის მხარდაჭერაზე საუბრობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ჰეიგი საქართველოს ნაკრებს წვრთნის, ბიზნესმენს არც ერთხელ არ შეხვედრია, თუმცა მისი გავლენა ყველგან ვლინდება.

“როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, დავინახე ჩვენი უმაღლესი დონის ბაზა, რომლის მსგავსი ახალ ზელანდიასაც კი არ აქვს. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზი, სამზარეულო, სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, ერთი ხელოვნური და ერთი ბუნებრივი მოედანი. წარმოუდგენელია, რაც აქ გვაქვს და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ცენტრის გაუმჯობესებას. სულ ახლახანს ჩვენ ავაშენეთ 14x14 მეტრის მოედანი, რომელსაც კონტაქტური მუშაობის დროს ვიყენებთ. მსოფლიო ჩემპიონატამდე მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, ასეთი გვქონოდა, რადგან ჩვენს მომზადებას შეუწყობდა ხელს და ის 10 წუთში აშენდა”, - ამბობს ჰეიგი.

მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სულაც არ არის რაგბის ფანი, მაგრამ ესმის, რას აკეთებს რაგბი მისი ქვეყნისთვის.

“მას ესმის, თუ რას აკეთებს რაგბი მისი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამიტომ, მოხარულია, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია ჩადოს. ჩვენი ყოველდღიური ხარჯები ყოველთვის დაფარულია მთავრობის მიერ”, - ამბობს ჰეიგი.

“მე დარწმუნებული ვარ, რაც უნდა დაგვჭირდეს დაფინანსებისა ან დამატებითი ინფრასტრუქტურის აშენების მხრივ, ივანიშვილი იქნება პირველი, ვინც ხელს აწევს და იტყვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება”, - აღნიშნა ჰეიგმა.

ჰეიგი ინტერვიუში "ექვსი ერის" გაფართოების იმედს გამოთქვამს და ამბობს, რომ თუკი საქართველოს ექვს ერში შესვლის შესაძლებლობა ექნება, ეს ქართული რაგბის მომავალს მთლიანად შეცვლის.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (165)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა