Image

12 რაუნდიანი ომი ფიურეისა და უაილდერს ფინანსურადაც დაუფასდათ

სიახლეები / სხვა სახეობები 03-დეკ, 13:519 crash 76
image


მოგეხსენებათ, რომ 2 დეკემბერს ლოს-ანჯელესში Staples Center არენაზე მსოფლიო ჩემპიონი დეონტეი უალდერი ექსჩემპიონ ტაისონ ფიურის დაუპირისპირდა. 12 რაუნდიანი ბრძოლა მსაჯებმა საბოლოოდ ფრედ გამოაცხადეს და სპორტსმენებმაც დაუმარცხებელი კარიერა კვლავ წაუგებლად გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ უაილდერს კარიერაში 40 გამარჯვება და არცერთი მარცხი აქვს, ხოლო ფიურეის კი 27 მოგება და 0 მარცხი. ეს ფრე კი ორივე ბოქსიორისთვის პირველია.

კალიფორნიის შტატის სპორტულმა კომისიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გარანტირებული ჰონორარის სახით დეონტეი უაილდერი $4 მილიონს, ხოლო მისი მეტოქე ტაისონ ფიური $3 მილიონს მიიღებს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ მოკრივეები შეხვედრის გაყიდული ტრანსლაციებიდან საკუთარ წილს მიიღებენ, რაც მათ ჰონორარს რამდენიმეჯერ გაზრდის. როგორც ბრიტანულ მედიაში დაიწერა, მთლიანობაში, ფიურის 10, ხოლო უაილდერს - 14 მილიონი შეხვდება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (156)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა