Image

სიღარიბეში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა უსახლკაროებს სოფელი აუშენა

სიახლეები / სხვა სახეობები 03-დეკ, 16:419 crash 1022
image


ის ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა რვა სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. წლების წინათ კი ფილიპინების უღარიბეს სოფელ ტანგოში ცხოვრობდა და სრულფასოვანი კვება ენატრებოდა.

მენი პაკიანო ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მშობლებს რომ დახმარებოდა, 12 წლის ბიჭუნამ სკოლა მიატოვა და ქუჩაში ფუნთუშების გამყიდველად დაიწყო მუშაობა.

მენის კრივი პატარაობიდან იზიდავდა, მაგრამ ოჯახს მწვრთნელის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა და ბიჭუნას პირველი მწვრთნელი ბიძა გახდა.
„მენი დილის გარბენისთვის ღამის 4 საათზე დგებოდა და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. ექვსი თვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მისგან აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონი დადგებოდა და ასეც მოხდა“, - ამბობს ჩემპიონის ბიძა.

სიჯიუტემ და შრომისმოყვარეობამ მენი პაკიანო დიდების მწვერვალზე აიყვანა. თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, მენის ბავშვობა და ღარიბი მეზობლები არ დავიწყებია და პირველივე მსხვილი ჰონორარით თანასოფლელებისთვის დასახლების მშენებლობა დაიწყო.

პაკმან ვილაჟე - ასე დაარქვა მენიმ დასახლებას, სადაც, ათასი ახალი სახლის გარდა, ღია და დახურული ტიპის სპორტული დარბაზები, დასასვენებელი პარკი და მრავალფუნქციური ცენტრია განთავსებული. თითოეული სახლი ორ ოჯახზეა გათვლილი და ორი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს.
ცნობისთვის, პაკმანი (Pac-Man) მოკრივეს მეტსახელი გახლავთ.

სიღარიბეში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა უსახლკაროებს სოფელი აუშენა
სიღარიბეში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა უსახლკაროებს სოფელი აუშენა
სიღარიბეში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა უსახლკაროებს სოფელი აუშენა
სიღარიბეში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა უსახლკაროებს სოფელი აუშენა
სიღარიბეში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა უსახლკაროებს სოფელი აუშენა


წყარო: funtime.ge







მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (165)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა