Image

უცხოელებმა მამუკა გორგოძეს სტატია მიუძღვნეს

სიახლეები / რაგბი 11-დეკ, 22:419 crash 215
image



















მოგეხსენებათ, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მამუკა გორგოძე რაგბს დაუბრუნდა და საფრანგეთის ჩემპიონატში იასპარეზა. გორგოძილამ "ტულონის" რიგებში "მონპელიესთან" მოგებულ (38:28) მატჩში ითამაშა.

ქართველმა გუნდის მოგებაში დიდი როლი ითამაშა და შესაბამისადაც უცხოური პრესა მის პერფორმანსს გამოეხმაურა :

" მამუკა გორგოძის დაბრუნებას ყველა ელოდა, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ქართველი სამთვიანი სერიოზული ტრავმის შემდეგ ამ დონეზე თამაშს მოახერხებდა.
შეხვედრის 53-ე წუთზე მწვრთნელმა პატრის კოლასომ მოთამაშე შეცვალა და ტრავმის გამიზეზება აიცილა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა გორგოძე შესანიშნავი იყო. მან 12 ბოჭვა შეასრულა, რომელიც მის გუნდში მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ის ეფექტური იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როგორც ჩანს, მამუკა გორგოძე სწორედ ის ელემენტია, რომელიც "ტულონს" სეზონის სტარტიდანვე აკლდა " - წერს ცნობილი გამოცემა Blog-rct.com


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (337)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა