დღის ახალი ამბები

„ვწუხვარ... ის სიმართლეს არ ამბობს“ - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი სასამართლოს განაჩენზე

„ვწუხვარ... ის სიმართლეს არ ამბობს“ - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი სასამართლოს განაჩენზე

2-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის სკანდალური საქმის ფინალს ჩოგბურთელის მეგობარი, კარლოტა ეხმაურება.

„როგორც ქალისთვის, ჩემთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რაც პარასკევს გაუკეთეს იმ ქალებს, რომლებმაც რეალურად გადაიტანეს ის, რაც ვიღაცამ ვითომ განიცადა.

ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს შედეგით, ქალების გამო, რომელთაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება...

თუ შენ მოჰყვები ნამდვილ ამბავს, შენ მოგისმენენ, შენსას გაიგებენ“. - წერს კარლოტა Instagram-ზე.

წყარო: newposts.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 359-ჯერ
კომენტარები
რეკლამა