Image

საქართველო-ესპანეთი

სიახლეები / სხვა სახეობები / რაგბი 12-თებ, 09:399 Sportnews 2913


















12 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ერთა თასზე" მეორე შეხვედრას გამართავს.

რიჩი დიქსონის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება "ბორჯღალოსნები" გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარებენ. დიქსონი და მისი შტაბი ნაკრების მსოფლიოს თასისთვის მზადებას და სხვადასხვა პოზიციებზე ახალი მორაგბეების გამოცდას განაგრძობენ.

ლიდერების და შედარებით გამოცდილი მორაგბეების არ ყოფნაში კი თავის გამოჩენის შანსი დებიუტანტებს და იმ მოთამაშეებს ეძლევათ, ვინც ამ დრომდე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა.

უკრაინასთან მატჩისგან განსხვავებით ცვლილებები გამორჩეულად პირველ ხაზს შეეხო - დავით ზირაქაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი საფრანგეთში კლუბებს დაუბრუნდნენ, მათი ადგილი შერკინებაში ვასილ კაკოვინმა და ანტონ ფეიქრიშვილმა დაიკავეს.

ცვლილებებია მესამე და უკანა ხაზშიც და მთლიანობაში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩისგან განსხვავებით საკმაოდ შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს, თუმცა, ცხადია ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.


ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე. 12 თებერვალი. II ტური.
თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 საათი. საქართველო - ესპანეთი


საქართველო ნაკრების ძირითადი შემადგენლობა

15. ბესიკ ხამაშურიძე ("აია", ქუთაისი), 14. ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი", საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე ("პერიგო" საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა ("ლელო" თბილისი), 10. მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი); 1. ვასილ კაკოვინი ("ბრივი", საფრანგეთი), 2. ირაკლი ნატრიაშვილი ("სტიაუა", რუმინეთი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი ("კასტრი", საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე ("სენ ნაზერი", საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), 7. გრიგოლ ლაბაძე ("მარსეი ვიტროლი", საფრანგეთი), 8. გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე ("ვისოლი-ყოჩები", თბილისი), 17. ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი), 18. ზვიად მაისურაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), 19. ლაშა თავართქილაძე ("ფარული", რუმინეთი), 20. ბიძინა სამხარაძე ("სტიაუა", რუმინეთი), 21. ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი), 22. ბექა ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)

უკრაინა - რუმინეთი
რუსეთი - პორტუგალია


III ტური. 26 თებერვალი

პორტუგალია - საქართველო (ლისაბონი)
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა  

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა