Image

იკარდიმ კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა - "რეალი" და "ჩელსი" არგენტინელისთვის იბრძოლებენ

სიახლეები 09-იან, 23:079 Sportsman 62
image


მაურო იკარდიმ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა - ცნობილი არგენტინული სპორტული გამომცემლობები სანდო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ იკარდი იტალიურ კლუბში დარჩენას აღარ განიხილავს.

არნგენტინული სპორტული გამომცემლობების წყარო მაურო იკარდის მეუღლის, ვანდა ნარასთან დაახლოებული პიროვნებაა.

ვანდა ნარას და "ინტერის" წარმომადგენლების შეხვედრა კონტრაქტის დეტალების განხილვასთან დაკავშირებით, იტალიელებისთვის ცუდად დამთავრდა. იკარდის 2013 წლიდან დაწყებული ურთიერთობის გაწყვეტა სურს და ამისთვის შესაბამისი მომენტიც შეარჩია.

არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა, რომელიც აქტიური მხოლოდ ივლისის პირველ ორ კვირას იქნება. 15 ივლისის შემდეგ, ის თავისუფალი აგენტის სახით დატოვებს კონტრაქტს. გარდა ამისა, მაროტა გამოსასყიდი თანხების მოყვარული არ არის, რის გამოც შესაძლოა იკარდისთან გუნდმა კონტრაქტი საერთოდ შეწყვიტოს.

გასულ ზაფხულს, იკარდის "რეალში" ტრანსფერს აქტიურად განიხილავდნენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ რეალური შეთავაზება მადრიდელებს არ ქონიათ. გარდა სამეფო კლუბისა, თამაშში არისტოკრატებიც ერთვებიან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (355)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა