Image

"დედა გარდამეცვალა და კარიერის დასრულება მინდოდა" - უცნობი ისტორია გაგამარუს შესახებ

სიახლეები / სხვა სახეობები 11-იან, 14:039 crash 421
image


ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. მძიმე ტრავმებთან ერთად ყველაფერს დედის გარდაცვალებაც დაემატა და ქართველ სპორტსმენს მართლაც რომ საშინელი პერიოდი ჰქონდა :

"გასული წელი მენისკის ტრავმით დავიწყე. ამის შემდგომ ტრაგედია შემემთხვა. დედა გარდამეცვალა, რის გამოც დიდი ტრავმა მივიღე და კარიერის დასრულებაზეც კი დავფიქრდი. თუმცა, შემდგომ გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე. ისინი მთხოვდნენ, რომ ვარჯიში განმეახლებინა. ამან ძალები ახლიდან შემმატა და სწორედ მათი დახმარებით შევძელი დაბრუნება." - განუცხადა გაგამარუმ ქართულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯუღელი იანვრის ბაშოზე კვლავ ელიტარულ დივიზიონში იასპარეზებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (355)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა