Image

51 წლის იაპონელი ფეხბურთელი, რომელმაც ახალი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

სიახლეები 11-იან, 22:279 Sportsman 106
image



















"მარადმწვანე" იაპონელი კაზიოში მიურა 51 წლისაა და სულ მალე ახალ პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს "იოკოჰამასთან".

კაზიოში მიურა, მის 52-ე დაბადების დღეს სწორედ გუნდ "იოკოჰამას" მაისურით შეხვდება.

26 თებერვალს, მიურა 52 წლის ხდება. უკვე 34 სეზონია, რაც იაპონელი ფეხბურთელი პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს.

51 წლის ფორვარდი ყველაზე "ასაკოვანი ფეხებურთელია" ფეხბურთის ისტორიაში. მან ეს "სტატუსი" სტენლი მეთიუს ჩამოართვა.

" კონტრაქტს 2019 წლის სეზონისთვის განვაახლებ. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც მე მხარს მიჭერს. მსურს ყველას მადლობა გადავუხადო "

" ბევრ მატჩში მივიღებ მონაწილეობას. ეს არ იქნება უბრალოდ დროის ხარჯვა და მედიის მთავარ ყდაზე მოხვედრა. ვფიქრობ ახალი სეზონიდან ყველა ვარჯიშზე ჩემს მაქსიმალურ ძალას გამოვავლენ. "

მიურა "იაპონიის" ნაკრების ყოფილი ფეხბურთელიცაა, რომელმაც 38 წლის ასაკში, 2005 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულა. მის ანგარიშზე "იაპონიისთვის" 89 მატჩი და 55 გოლია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (264)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა