Image

"არ ვნანობ, რომ საქართველოს რუსეთი ვამჯობინე" - გიორგი ჯიქია თავის არჩევანზე

სიახლეები / ფეხბურთი 31-იან, 15:059 crash 476
image



















მოსკოვის სპარტაკის მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თავის დროზე არჩევანი ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა მთავარი კარიერული ოცნება, ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში ჩატარდა, მაინც ვერ აიხდინა - მუნდიალის დაწყებამდე მძიმე ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრო.

ახლახან 25 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინაშე რეალურად იდგა არჩევანი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის და არ ნანობს, რომ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღობს.

"როდესაც პირველად რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს, ჯერ კიდევ ამკარის ფეხბურთელი ვიყავი. ეს ამხანაგურ მატჩებში მოხდა და შესაბამისად, შემეძლო მეთამაშა და ოფიციალურად არ ჩამთვლოდა ეს რუსეთის სახელით გამოსვლად. იყო ბევრი ზარი, საუბარი, თავადაც ჩავფრინდი საქართველოში… მაგრამ ჩემი არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ.

ასე მოვინდომე და ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო. რჩევა მშობლებისთვისაც კი არ მიკთხავს. მათ მხარი დამიჭირეს. არჩევანი კი ასეთი იმიტომ გავაკეთე, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, გადავლახე ყველაფერი და მივაღწიე წარმატებებს, აქ დამაფასეს და ეს სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში უსარგებლო არ გავხდები".

გიორგი ჯიქიას მშობლები სოხუმიდან არიან, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი რუსეთში გადაბარგდნენ. გიორგი მოსკოვში დაიბადა.

წყარო : POPSPORT.COM


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (251)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა