Image

ქართველი ძიუდოისტი მეუღლეზე ძალადობის გამო დააკავეს, რის გამოც დაგეგმილ შეჯიბრებებს გამოეთიშა

სიახლეები / ჭიდაობა 12-მარ, 12:109 crash 63
image



















სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, 22 წლის თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სპორ­ტსმე­ნი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მარ­ნე­ულ­ში 5 მარტს და­ა­კა­ვეს.

საქ­მე ეხე­ბა მე­უღ­ლის­თვის გაგ­ზავ­ნილ მუ­ქა­რის შემ­ცველ მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვილს გვან­ცა ფან­გა­ნის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ღვია.

Sportal.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაგ­ლი­აშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე უნდა ეჭი­და­ვა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის გამო, სპორ­ტსმე­ნი შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ვერ გა­მო­ვი­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლით და 126 პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მუ­ქა­რა­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (323)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა