Image

"ვალენსია" – "მანჩესტერ იუნაიტედი" [პრევიუ]

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 29-სექ, 21:599 Giuna-Manche 1277


















დღეს საღამოს "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ყველაზე რთულ მატჩს გამართავს – სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი სტუმრად ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "ვალენსიას" ეწვევა, რომელიც 5 ტურის შემდეგ პრიმერა დივიზიონს ლიდერობს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო. ფერგიუსონის გუნდმა საკუთარ კედლებში ვერაფერი გააწყო "რეინჯერსთან" და საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შედეგი ნამდვილად არ იყო ის, რასაც გუნდისაგან გულშემატკივრები ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ჩემპიონთან მატჩში ფერგიუსონმა სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება გააკეთა – მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა. თუმცა "რეინჯერსის" ძლიერი დაცვის გარღვევა ვერც რუნი–ერნანდესის წყვილმა მოახერხა და საბოლოოდ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ 1 ქულას დაჯერდნენ.

დღეს მოსალოდნელია, რომ ფერგიუსონი სათადარიგო შემადგენლობის გამოყვანას აღარ გარისკავს. თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" მიზნებს ამ სეზონში, მანჩესტერელებს ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ. რაც შეეხება "ვალენსიას", უნაი ემერის გუნდმა პირველი ტურის მატჩში გასვლაზე თურქეთის ჩემპიონი "ბურსასფორი" 0:4 გაანადგურა.

მიუხედავად ზაფხულში დავიდ ვილიასა და დავიდ სილვას გაყიდვისა, "ღამურები" მაინც ძალზედ სახიფათო მოწინააღმდეგეებად რჩებიან, რომლებიც მეტოქისათვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. ამჟამად "ვალენსია" პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფშიც პირველ ადგილს იკავებს. უნაი ემერის გუნდის საშინაო დაუმარცხებელი სერია ევროტურნირებზე უკვე 11 მატჩს ითვლის.

"ვალენსიას" ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ხოაკინი, რომელიც ტრავმირებულია. ასევე ტრავმირებულია თავდამსხმელი ალეხანდრო დომინგესი. მიუხედავად ვარჯიშზე მიღებული ტრავმისა, დღეს თამაშს შეძლებს ხუან მატა. მკურნალობას განაგრძობენ ვისენტე როდრიგესი და ევერ ბანეგა. "იუნაიტედის" დაცვამ ძირითადი აქცენტი რობერტო სოლდადოზე უნდა გააკეთოს, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

მანჩესტერელები ვალენსიაში რაიან გიგზის, ანტონიო ვალენსიას და უეინ რუნის გარეშე გაემგზავრნენ. სამივე ფეხბურთელი ტრავმირებულია. სავარაუდოდ, დღეს დაისვენებს პოლ სქოულზიც. ამასთან დაკავშირებით ფერგიუსონმა განცხადება ადრე გააკეთა. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება რიო ფერდინანდი. ასევე ძირითადში მოსალოდნელია მაიკლ კერიკის გამოჩენაც.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Giuna-Manche 30 სექტემბერი 2010 22:40
სპასიბათ ჯიგრებო : )))
slim4me 30 სექტემბერი 2010 22:34
საღოლ

გილოცავ პირველს
Eke 30 სექტემბერი 2010 15:11
გილოცავ გიო პირვე სიახლეს :):):)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა