Image

"რუბინი" vs "ბარსელონა" 1:1

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 29-სექ, 22:479 Eke 1477


















ეს წუთია დასრულდა ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მატჩი,სადაც ყაზანში ადგილობრივი "რუბინი" ესპანურ გრანდს კატალონიის "ბარსელონას" მასპინძლობდა

ყაზანელთათვის მატჩი შესანიშნავად დაიწყო,რადგან მათ არ მიცეს კატალონიელებს მათი მთავარი პლიუსის ბურთის კონტროლის საშუალება,რამაც შედეგი მალევე გამოიღო და მატჩის 30 წუთზე ყაზანელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი მომენტი ქონდათ 11 მეტრიანი ნიშნულიდან,ბურთთან ნობოა მივიდა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.მასპინძლები დაწინაურდნენ და 1-0.

"რუბინი" vs "ბარსელონა" 1:1

მეორე ტაიმში კატალონიელებმა კვლავ ვერ მოახერხეს ბურთის კონტროლი და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება,თამაში ორმხრივ უპირატესობაში მიმდინარეობდა და ყაზანელებს ნერვებმა უმტყუნა და ახლა უკვე მათ მიცეს "ბარსელონას" ფეხბურთელებს და კერძოდ დავიდ ვილას 60 წუთზე 11 მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანის შანსი.ვილიამ თანაგუნდელები არ დააღალატა და ანგარიში გათანაბრდა 1-1.

მატჩის 70 წუთზე შესანიშნავი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან მესსიმ,რომელმაც დაიტყო კიდევაც ტრამვა და ერთი-ერთზე ვერ მოახერხა რიჟიკოვის კარის აღება.
ასევე შესანისნავი შანსი ქონდა ინიესტას იმისა,რომ მას გამარჯვების გოლი გაეტანა,მაგრამ ესპანელმა ვერ მოახერხა და მართლაც კარგი შანსი გაუშვა ხელიდან მატჩის 90+3 წუთზე.

"რუბინი" vs "ბარსელონა" 1:1

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას,რომ ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება,ასევე უნდა ითქვს ისიც,რომ მართალია ყაზანის "რუბინმა" ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება,მაგრამ მათ მაინც მოახერხეს სენსაციის მოხდენა და თავიანთი გულშემატკივართა გულების გახარება.ასე,რომ ყაზანის "რუბინი" კატალონიის "ბარსელონასთვის" მეტად უხერხულ მეტოქედ იქცა.
"რუბინი" vs "ბარსელონა" 1:1

ყაზანის "რუბინი": რიჟიკოვი , ანსალდი , ნავასი , რიაზანცევი , სალუქვაძე , მურავსკი , ნობოა (ნაჩო 66), კალეშინი , ბოჩეტი , კარადენიზი (მარტინსი 64) , კორნილენკო (სიბია 65)
მწვრთნელი: ყურდან ბერდიევ

კატალონიის "ბარსელონა": ვალდესი , ალვეში , პიკე , პუიოლი , მაქსველი , ხავი , ინიესტა , მასკერანო (მესსი 60) , ბუსკეტსი , პედრო , ვილლა (ბოიანი 85)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: ნობოა (პენ 30) , ვილა (პენ 60)
გაფრთხილება: სალუქვაძე,პიკე,ანსალდი და პუიოლი
არბიტრი: ქუნეით საჩირი (თურქეთი)

ჩვენდა სასიხარულოდ დღეს მოედანზე 90 წუთი დაჰყო ყაზანის ქართველმა ლეგიონერმა ლაშა სალუქვაძემ.

ავტორი: ერეკლე გორგოძე

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 29 სექტემბერი 2010 23:50
goga,
ისე პენალტი ლაშამ აიკიდა რა :(:(
Sportnews 29 სექტემბერი 2010 22:59
ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშა, ამ თამაშს სრულად ხვალ დავდებთ, უფრო სწორედ SL1M დადებს და ვისაც გაინტერესებთ ქართველი ფეხბურთელის მოქმედებები და თამაში , ასევე ბარსას თამაში შეგეძლებათ გადაწერა და ონლაინში ნახვა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Eke 29 სექტემბერი 2010 22:50
ხო ვამბობდი ფრე დამთავრდებათქო :):):)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა