Image

პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი სამუელ ეტოოა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 30-სექ, 12:339 kaka-ika 1495


















A - ჯგუფი

ინტერი 4:0 ვერდერი

რაფაელ ბენიტესის ფეხბურთელებმა მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარეს. გერმანელების დაცვას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს "ინტერის" თავდამსხმელებმა. სამუელ ეტოომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. პირველი გოლი გერმენელთა კარში სწორედ კამერუნელმა გაიტანა, ეს მოხდა მატჩის 21-ე წუთზე. ზუსტად 6 წუთში სამუელმა კიდევ ერთხელ აიღო გერმანელთა კარი. პირველივე ტაიმში მოამთავრა ყველაფერი ბენიტესის გუნდმა. 34 წუთზე უესლი სნეიდერმა სხვაობა სამამდე გაზარდა - 3:0. მეორე ტაიმიც ანალოგიურად წარიმართა, ბენიტესმა ტაქტიკა არ შეცვალა და ისევ შემტევი ფეხბურთი ითამაშა. სამუელ ეტოო და უესლი სნეიდერი კიდევ ცდილობდნენ აეღოთ გერმანელთა კარი, თუმცა ტიმ ვიზემ ფრთები გამოისხა და ბრწყინვალედ გაირჯა. თუმცა მატჩის მიწურულს ინტერნაციონალემ ერთი გოლი მაინც გაიტანა, ეს მოხდა 81-ე წუთზე, გოლი სამუელ ეტოომ შეაგდო.

ტოტენჰემი 4:1 ტვენტე

ტოტენჰემა ეს მატჩი შესანიშნავად ჩაატარა. მატჩის გმირიც და ანტი გმირიც რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა. მატჩის პირველ ნახევარში ლონდონელებმა საოცარ უპირატეობას დაეუფლნენ, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოხერხდა. რაფაელ ვან დერ ვაარტი მუდმივად ცდილობდა ჰოლანდიელთა კარის აღებას, თუმცა არ უმართლებდა. 41-ე წუთზე ვიტესის მცველს ბურთი ხელში მოხვდა და დამხმარე მსაჯმაც ეს დააფიქსირა. 11-მეტრიანი ვან დერ ვაარტმა დაარტყა, თუმცა უშედეგოდ, მეკარემ კარგად ითამაშა. ამ მომენტის შემდეგ ჰოლანდიელი მრწყობიდან გამოვიდა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, უხეშობისთვის. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. 47-ე წუთზევე დაწინაურდა "ტოტენჰემი." გოლი სწორედ რაფაელ ვან დერ ვაარტმა გაიტანა. რაფამ ბურთი საჯარიმოში მიიღო, უსწრაფესი მოიძრაობით მოტრიალდა და მარცხენა ფეხით უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. ზუსტად 3 წუთში "ტვენტეს" კარში კიდევ ერთი 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც რუსმა რომან პავლუჩენკომ დაარტყა, ვან დერ ვაარტისგან განსხვავებით რუსმა ფორვარდმა დარტყმა ზუსტად შეასრულა. 56 წუთზე კი "ტვენტემ" პრესტიჟის გოლიც გაიტანა, თავი ჩადიმ გამოიჩინა. 61 წუთზე კი პირველი გოლის ავტორი მოედნიდან გააძევეს. ვან დერ ვაარტმა ჰაერში ამხტარ "ტვენეტეს" ფეხბურთელეს შეეჯახა და სარეკლამო ბანერებში გადააგდო. მას ყვითელი ჰქონდა და მსაჯმაც მეორე ყვითელი უჩვენა, რაც ავტომატურად წითელია. მიუხედავად შემცირებული ფეხბურღელებისა, ინგლისელებმა მაინც არ დათმეს უპირატესობა და თამაში კვლავ შეტევებით გააგრძელეს. მატჩის 84-წუთზე მათ კიდევ ერთხელ აიღეს "ტვენტეს" კარი, ეს ბეილმა გააკეთა.

B - ჯგუფი

ჰაპოელი 1:3 ლიონი

"ლიონი" როგორც ყოველთვის შეტევაზე ფიქრობს. ამ გუნდის ფილოსოფია არასდროს არ შეცვლილა. კლოდ პიუელის გუნდმა პირველ ტურში "შალკე" დაამარცხა. "ჰაპოელის" კარში პირველი გოლი ბრაზილიელმა მიშელ ბასტოსმა გაიტანა, 11-მეტრიანი დარტყმით. პირველ ტურში გუნდმა "შალკე" 1:0 დაამრცხა, ის ერთადერთი გოლი კი სწორედ ბასტოსმა გაიტანა. შეხვედრის მეორე გოლი "ლიონმა" 36 წუთზე გაიატანა, შედეგიანი დარტყმის ავტორი კი კვლავ მიშელ ბასტოსია, რომელმაც ამ მატჩი უკვე დუბლი შეასრულა და მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლამდე ავიდა. თამაშის მიწურულს კი თამაშში კიდევ ორთი გოლი გავიდა. 76-ე წუთზე "ჰაპოელმა" ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 11-მეტრიანი დარტყმით ენემამ გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე კი "ლიონმა" მაინც დაიბრუნა ორ ბურთიენი უპირატესობა, გოლი პიანიჩმა გაიტანა.

შალკე 2:0 ბენფიკა

გერმანელებისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. მოგეხსენებათ პირველ ტურში გუნდმა გასვლით შეხვედრაში დამარხდა "ლიონთან." მატჩის პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა. თუმცა გერმანელები საოცარ უპირატესობას ფლობდნენ, "ბენფიკას" სამმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი - გაიტანმა, სილვიომ და გარსიამ. მეორე ტაიმში კი გუნდმა კვლავ შემტევი ფეხბურთი ითამაშა. ლეგენდარულ ფეხბურთელს, რაულ გონსალესს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა "ბენფიკა" კარის ძელმა იხსნა. პირველი გოლი ფარფანმა გაიტანა, ეს მოხდა 73-ე წუთზე. 85 წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა, ჰუნტელაარმა დაამწუხრა პორტუგალიელები.

C - ჯგუფი

რეინჯერსი 1:0 ბურსა

გლაზგოს "რენჯერსისთვის" ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ჯგუფში ერთი ქულაც კი ძვირად ფასობს. გლაზგოელებს კი იდეალური შანსი ჰქონდათ მოეგოთ ეს მატჩი საკუთარ მოედანზე და 3 ქულა აეღოთ. ეს მათ მოახერხეს კიდეც. მატჩის 18-ე წუთზე ნეისმიტმა გაიტანა გოლი, ეს გოლი კი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა. მეორე ტაიმში გლაზგოელები შესანიშნავად უტევდნენ, თუმცა მატჩს მეორე გოლი აკლდა მხოლოდ.

ვალენსია 0:1 მანჩესტერი

მანჩესტერ "იუნაიტედს" 2002 წლის შემდეგ, ესპანურ გუნდებთან გასვლით შეხვედრაში თამაში არ მოუგია. ეს ცუდი სტატისტიკა კი სწორედ ამ მატჩში გატყდა. ვალენსიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდენ უპირატესობას, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. სერ ალექს ფერგიუსონს აკლდა გუნდის ლიდერები, უეინ რუნი და რაიან გიგზი. მათ გარეშე გუნდმა მოახერხა ძალზედ რთული მატჩის მოგება. შეხვედრაში გოლი მატჩის მიწურლს გავიდა. ახლად შემოსულმა ჰავიერ ერნანდესმა, იგივე ჩიჩარიტომ, შესანიშნავად ითამაშა და "იუნაიტედი" დააწინაურა.

D - ჯგუფი

რუბინი 1: 1 ბარსელონა

ეს მატჩი დიდ ინტერესს იწვევდა. წინა წელს "რუბინმა" კამპ ნოუზე დაამარცხა "ბარსა." საკუთარ მოედანზე კი უგოლო ფრეს მიაღწია. "ბარსელონასთვის" კი 'რუბინი" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. კატალონიელებმა კვლავ ვერ დაამარცხეს ყაზანელები. შეხვედრაში ანგარიში სწორედ რუსება გახსნეს, ეს მოხდა 30-ე წუთზე. ნობოამ 11 მეტრიანი დარყმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გუარდიოლას გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მისმა გუნდმა თამაშიდან გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა. ესპანელებმა ანგარიში 60-ე წუთზე გაათანაბრეს. ეს მოხდა 11-მეტრიანის წყალობით. საჯარიმოში შესულ ინიესტას, ინერციით შეეჯახა ქართველი მცველი ლაშა სალუქვაძე და მსაჯმა დანიშნა კიდეც 11-მეტრიანი. სალატარიო დარტყმა დავიდ ვილამ კარგად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა. ამის შემდეგ გუარდიოლამ მოედანზე მესი შეუშვა, თუმცა არგენტინელმაც ვერაფერი შეცვალა ტაბლოზე და თამაში 1:1 დასრულდა. მატჩის შედეგით "რუბინის" მთავარი მწვრთნელი კურბან ბერდიევი კმაყოფილი დარჩა.

პანათინაიკოსი 0: 2 კოპენჰაგენი

საფეხბურთო სამყარომ ეს მატჩი სენსაციად მონათლა. დანიელებმა მართლაც სენსაცია მოახდინეს. საბერძნეთში თამაში გრანდებისთვისაც კი ურთულესი გახლავთ და ხშირ შემთხვევაში ისინი თამაშს აგებენ. "კოპეჰაგენმა" კი შესანიშნავად ითამაშა და მოტოქეს თავისივე მოედანზე ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. დოიემ 28-ე წუთზე გაიტანა, ნიგაარდმა კი 33-ე.

ავტორი: ირაკლი ქათამაძე

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 30 სექტემბერი 2010 19:01
შალკეს მხრიდან მეორე გოლში ლომის წვრილი ლეგენდამ დაიდო , და საერთოდ შალკემ ძაან მაგრად ითამაშა გუშინ და იმედები გამიცნდა , რომ ბუნდესლიგაშიც გამოასწორებენ თამაშს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
kaka-ika 30 სექტემბერი 2010 12:46
ტოჰენჰემმა და ინტერმა ითამაშა ძალიან მაგრად. ერთადერთი იმაზე დამწყდა გული რო ეხა ინტერი და ტოტენჰემი ხვდებიან ერთმანეთს და ვან დერ ვაარტი არ იქნება პირვლ მატჩში, დისკვალიფიკაციის გამო.

მიშელ ბასტოსს გაუმარჯოს !!! Brazil love
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა