Image

კაპელო რუნის არ გამორიცხავს?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 30-სექ, 23:069 Giuna-Manche 1233


















ფაბიო კაპელო სულაც არ გამორიცხავს, რომ 12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში, ჩერნოგორიასთან, უეინ რუნი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ერთი დღით ადრე გამოაცხადა რუნი დაშავებულია და სამკვირიანი უქმობის ნებას ვაძლევო. დაუყოვნებლივ გაჩნდა ეჭვი, რომ ამით სერ ალექსმა, ფორვარდს, გარდა მკურნალობისა (შეიძლება რუნის განსაკუთრებული არაფერი სჭირს) ბოლო ხანს არეული ცხოვრების დალაგების საშუალება მისცა - სექტემბერში, ინგლისურ მას-მედიაში ატეხილი სექს სკანდალის ამბავს აქ, აღარ გავიმეორებთ. გარდა ამისა, ფერგიუსონი, როგორც კლუბის მწვრთნელი, ვარსკვალვს "სანაკრებო რისკებსაც" აარიდებდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ინგლისის ნაკრების თავკაცი სხვაგვარად ფიქრობს.

იტალიელის სურვილი, რუნიმ ჩერნოგორიასთან ითამაშოს, სრულიად გასაგებია. მანჩესტერელიც თუ არ იქნება, ინგლისის ნაკრების თავდასხმას სერიოზული მუხტი მოაკლდება. თავად განსაჯეთ, ჯერმაინ დეფო და ბობი ზამორა ხომ დაშავებულები არიან და თორმეტში თამაშს ვერ მოახერხებენ.

და მაიკლ ოუენი? "მანჩესტერ იუნაიტედის" ეს ფორვარდი ხომ ფანებს ძალიან უყვართ და თან, "ბოლტონთან" ბოლო ტურში გუნდს ქულაც გადაურჩინა, მაგრამ კაპელო 2001 წლის საუკეთესო ფეხბურთელს მაინც არ სწყალობს... მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონმა, ვინ იცის, სწორედ მის გასაგონად, თავდამსხმელი, რომელიც მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის აქო და ადიდა. ფერგიმ თქვა:

"ბოლო ტურში მაიკლის თამაშმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ასეთი რამ შეუმჩნეველი არ რჩება. ოუენი განსაკუთრებული ფეხბურთელია და ვფიქრობ, რაც ჩვენთან გდმოვიდა ძალიან კარგად ათამაშდა. ის კარგ ფორმაშია და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშებზე საუცხოო ფორმას ავლენს".

თუმცა, მოდი ოუენს თავი დავანებოთ და თვალი კაპელოს კიდევ ერთ პრობლემას გადავავლოთ: ვინ უნდა უკაპიტნოს ინგლისის ნაკრებს? რიო ფერდინანდი, მოგეხსენებათ, გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამკლავური სტივენ ჯერარდმაც შესანიშნავად მოირგო.

მოგეხსენებათ, ალექს ფერგიუსონმა რიო ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნობიდან გადააყენა და შესაძლოა კაპელომაც მის მაგალითს მიბაძოს. რასაკვირველია, იტალიელს კაპიტნად ისეთი კაცის დანიშვნა უჯობს, რომელიც რეგულარულად თამაშობს. ფეხბურთის ასოციაციაში მომუშავე მავანმა "წყარომ" ტაბლოიდებს ასე უთხრა:

"სტივენ ჯერარდმა რიოსგან სამკლავური გადაიბარა და ჩინებული კაპიტანიც გამოდგა. ეს, თვალნათლივ, ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდა. აშკარაა, რომ ის როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა ნამდვილი ლიდერია. ჯერარდი პასუხისმგებლობას სრულად გრძნობს. გარდა ამისა, სტივენი ჩინებულ ფორმაშია და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი სიტყვით, ფაბიოს მისთვის სამკლავურის ჩამორთმევა და რიოსთვის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება".

იმავე წყაროს ინფორმაციით ალექს ფერგიუსონმა "იუნაიტედში" რიო ფერდინანდს კაპიტნობა იმიტომ ჩამოართვა, რომ კრგად მოეხსენება მისი ჯანმრთელობის ამბავი და იცის, რომ 31 წლის ვარსკვლავს ტრავმა ყოველ წამს შეიძლება გაუმეორდეს.

"წესით რიო უნდა ხვდებოდეს, რომ ინგლისის ნაკრებშიც ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს".

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა