კლიმიაშვილი ეროვნულში გამოიძახეს

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 30-სექ, 22:529 Eke 2579 0






საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის ირაკლი კლიმიაშვილი გამოიძახა.

კლიმიაშვილი ეროვნულს მას შემდეგ დაემატა, რაც ნაკრებში ტრამვის გამო მათე ვაწაძისა და დავით დევდარიანის თამაში გამოირიცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 4 ოქტომბერს შეიკრიბება. ჩვენი გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბინავდება და ვარჯიშებს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს.

მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩი 8 ოქტომბერს 21:00 საათზე თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

ირაკლი კლიმიაშვილი ეროვნულ ნაკრებსი პირველად 2008 წელს გამოიძახეს და ეს მისი 6 შეხვედრა იქნება ეროვნული ნაკრების მაისურით.


ავტორი: ერეკლე გორგოძე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018