დღის ახალი ამბები

კვარაცხელია : "მისი წყალობით გავხდი ის, რაც დღეს ვარ"

კვარაცხელია : "მისი წყალობით გავხდი ის, რაც დღეს ვარ"
10-08-2023, 10:42

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის ყოფილ მწვრთნელზე ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა. ქართველმა შემტევმა განაცხადა, რომ სპალეტი მას განვითარებაში ძალიან დაეხმარა. 

"სპალეტი ჩემთვის მამასავით იყო. მას მადლობას ბოლომდე ვერასდროს გადავუხდი. ამ ადამიანმა უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება მომცა, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. იგი მუდამ მხარს მიჭერდა, ჩემთვის ყველაზე რთულ დროსაც კი. 

როცა მაქსიმუმს ვაკეთებდი, ის მხარში მედგა, მფარველობდა, რჩევებს მაძლევდა თუ როგორ მოვქცეულიყავი. მისი წყალობით გავხდი ის, რაც ვარ." - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი. 

კვარაცხელიამ ნაპოლიში 1 სეზონი გაატარა, სადაც 43 მატჩში, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა სერია ა-ს საუკეთესო და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. 

წყარო: leadersport.ge




გაზიარება
მოინახულეს 674-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა