Image

მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 30-სექ, 23:209 Sportnews 1407


















EsPoRT.Ge გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ეტოო დადგინდა, რომელმაც ჰეთრიკის შესრულება შეძლო, ასევე აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში ორი "შალკეს" და ორი "ინტერის" ფეხბურთელი მოხვდა.

1. ნუნუ კლარო (კლუჟი): პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ "კლუჟმა" "რომასთან" დიდი ანგარიშით არ წააგო. გაშვებულ გოლებში კი (განსაკუთრებით ბორიელოს ბრწყინვალე გოლში) ბრალი არ მიუძღვის.

2. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი): ლონდონელთა მარჯვენა მცველმა იდეალური მეურვეობა გაუწია ბრანდაოს და "ჩელსის" დაცვის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი გახლდათ. ამასთან, შეტევაშიც ბევრი იშრომა.

3. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი): ტოტენჰემელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მარცხენა ფლანგი აიკლო, პენალტი მოიპოვა და გოლიც გაიტანა - მეტი რა უნდა გააკეთოს მარცხენა გარემარბმა? მარგი ქმედების მასზე დიდი კოეფიციენტი მარტო რომან პავლიუჩენკოს ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი სიმბოლურში ვერ მოხვდა - თავდასხმაში დიდი კონკურენციის გამო.

4. კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე): 18 წლის მცველმა თავი საუკეთესო ასპექტში წარმოაჩინა - ბერძენმა დისკვალიფიცირებული ჰიოვედესი ბრწყინვალედ შეცვალა და ჯეფერსონ ფარფანთან ერთად, "ბენფიკასთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ.

5. ფილიპ მექსე (რომა): იმ დროს, როცა "რომას" წინახაზელები ტოტი, ვუჩინიჩი და ადრიანო ზარმაცობდნენ, ცენტრალურმა მცველმა გაიტანა გოლი, რომელიც ძალიან ეფექტური გამოვიდა.

6. ეიონ ენო (აიაქსი): ის "აიაქსის" შემადგენლობაში ერთადერთი საყრდენი ნახევარმცველი იყო და ეს იმ დროს, როცა მილანი ერთბაშად სამი ჩამშლელით თამაშობდა. შესაბამისად, ორმაგი ხუთიანი მას იმაში, რომ თავის საქმეს თავი იდეალურად გაართვა.

7. ჯეფერსონ ფარფანი (შალკე): თუ "შალკე" "ბენფიკასთან" უტევდა, მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან, სადაც ფარფანი მოქმედებდა. გელზენკირხენული კლუბი გამარჯვების გზაზე სწორედ ფარფანმა დააყენა.

8. ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი): შვაინიმ "ბაზელს" ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაუტანა, მაგრამ თუ "ბაიერნიდან" ვინმეზე ითქმის, კარგად ითამაშაო, მხოლოდ ბასტიანზე.

9. სამუელ ეტო"ო (ინტერი): კამერუნელი ტურის გმირიცაა, რადგან რადგან ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასი მიითვალა და კიდევ არაერთი მომენტი შექმნა "ვერდერის" კართან. ბრემენელ მცველებს შავი დღე რომ გაუთენდათ, პირველ რიგში ეტოოს დამსახურებაა.

10. ვესლი სნეიდერი (ინტერი): კიდევ ერთი ინტერელი, რადგან ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა (თანაც ისევ ულამაზესი დარტყმით) და ამასთან, ეტო"ოსაც გაატანინა.

11. ლუის ადრიანო (შახტარი): ეს ფეხბურთელი "შახტარის" გამარჯვების ("ბრაგასთან" 3:0) უმთავრესი და თამამად ვიტყვით, ერთადერთი შემოქმედია: ორი გოლი ხომ თვითონ შეაგდო და მერე ის პენალტი მოიპოვა, რომლის წყალობით ანგარიში 3:0 გახდა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 4 ოქტომბერი 2010 20:20
იკა ვინც ერთი გოლი გაიტანა ყველა კი არ უნდა მოხვდეს :D :D :D , იბრაგიმოვიჩს ბევრი არაფერი უკეთებია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
kaka-ika 1 ოქტომბერი 2010 00:44
იბრაჰიმოვიჩი სადღა ? - ან ფარფანს რა უნდა, ზეედორფის თამაში ნახეს ამათმა ?. ფარფანიმ რო გააკეთა, ზეემ ეგ თვალ დახუჭული აკეთა. მე არ ვეთანხმები აი მაგაში. ცენტრალური დაცვა კიდე, ალექსი უნდა იყოს, ჩელსის ფეხბურთელი. და კიდევ მთავარი, მიშელ ბასტოსი.
Eke 30 სექტემბერი 2010 23:32
მე მეკარედ ოსერის მეკარეს ჩავაყენებდი
Giuna-Manche 30 სექტემბერი 2010 23:24
მე პირადად ნანისაც ჩავამატებდი და მარჯვენა მცველად რაფაელს აუცილებლად : )))
Sportnews 30 სექტემბერი 2010 23:22
ეტოო ძაან მაგარი იყო მეორე ტურში
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა