დღის ახალი ამბები

რუმინელი ფეხბურთელი 15 კილოგრამ სოსისში გაცვალეს

რუმინელი ფეხბურთელი 15 კილოგრამ სოსისში გაცვალეს

2006 წელს, რუმინეთის ქვედა ლიგის გუნდმა უტა არადმა, მცველი, მარიუს ციოარა მეოთხე დივიზიონის გუნდ, რეგალ ჰორიაში 15 კილო სოსისის სანაცვლოდ გაყიდეს. (100, 150 ლარის ამბავია)

 

მარიუსს ძალიან ეწყინა და მეორე დღესვე დაანება ფეხბურთის თამაშს თავი. ყოფილი ფეხბურთელი ესპანეთში გაემგზავრა კარგი სამსახურის მოსაძებნად. 

 

ამავე წელს, კლუბმა, მინერულ ლუპენმა მეკარე, კრისტიან ბალგრადეანი, მეთანის გაზის სანაცვლოდ გაუშვა ჟიულ პეტროსანში.

 

საქმე იმაშია, რომ კლუბის პრეზიდენტი ამავე ქალაქის მერი იყო და ქალაქს საწვავი სჭირდებოდა.

 

ეს შემთხვევა უბრალოდ სასაცილოდ ჟღერს, თუმცა 200,000 დოლარი კი დაუჯდა მეკარის ტრანსფერი პირველ დივიზონის გუნდს. 






გაზიარება
მოინახულეს 1 251-ჯერ
კომენტარები
რეკლამა