დღის ახალი ამბები

"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელმა კვარაცხელიას შესახებ კვლავ ისაუბრა : " ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილია , მაგრამ ... "

"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელმა კვარაცხელიას შესახებ კვლავ ისაუბრა : " ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილია , მაგრამ ... "
26-02-2024, 10:37

"ნაპოლიმ" სერია A-ს 25-ე ტურში, გასვლაზე "კალიარისთან" გოლი და გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა და ფრეს, 1:1 დასჯერდა. სტუმართა გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

""კვარა"? ბოლო ორ შეხვედრაში ყველაფერი გააკეთა, რაც ვთხოვე. ხანდახან იმდენად მონდომებულია, რომ თავის ხარისხს კარგავს. შესანიშნავი ბიჭია, თუმცა ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილია. მგონია, მალე ჩვეულად დაგვეხმარება.

ოსიმენი უბრალოდ აფრიკის თასის შემდეგ გადაიღალა. მასთან დიდხანს არ მილაპარაკია, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობს".





გაზიარება
მოინახულეს 1 366-ჯერ
კომენტარები
რეკლამა