დღის ახალი ამბები

მნიშვნელოვანი დანაკლისი: პსჟ-ს ბარსელონასთან მატჩში გუნდის ლიდერი დააკლდება

მნიშვნელოვანი დანაკლისი: პსჟ-ს ბარსელონასთან მატჩში გუნდის ლიდერი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში, სადაც "პსჟ" "ბარსელონას" დაუპირისპირდება, ფრანგები დანაკლისით ხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმის გამო მატჩს არგენტინელი ანხელ დი მარია გამოაკლდება.

ტრავმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის გასულ მატჩში მიიღო, რის გამოც ის მე-11 წუთზე შეცვალეს.

"ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კი პოჩეტინომ დაადასტურა, რომ არგენტინელი თამაშს ვერ შეძლებს.




გაზიარება
მოინახულეს 961-ჯერ
კომენტარები
რეკლამა