დღის ახალი ამბები

აფრენიდან კატასტროფამდე – კობი ბრაიანტის ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი გაირკვა

აფრენიდან კატასტროფამდე – კობი ბრაიანტის ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი გაირკვა

Associated Press აშშ-ის ინფორმაციით, ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) დაადგინა, რომ 2020 წელს NBA-ის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა შვეულმფრენის პილოტის მიერ 40-წუთიანი ფრენისას დარღვეული ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სტანდარტები.

გამომძიებელთა მოსაზრებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა გამოიწვია ღრუბლებში შეფრენით პილოტის დეზორიენტირებამ.

ბრაიანტის პილოტი ვიზუალური ფრენის წესებით მართავდა საფრენ აპარატს. ეს ნიშნავს, რომ პილოტის თვალთახედვის არეალში უნდა ყოფილიყო ფრენის მიდამო. ეგ არის, პილოტი ღრუბლების თხელ ფენას შორის გაფრინდა, რაც სტანდარტების აშკარა დარღვევაა. ღრუბლებიდან გასვლამდე შვეულმფრენი მკვეთრად გადაიხარა და სამხრეთ კალიფორნიის ქედს დაეჯახა, რამაც ბროტზე მყოფთა დაღუპვა გამოიწვია.

მაშინ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო აღნიშნავდა, რომ შვეულმფრენი გამართული იყო, ავიაკატასტროფა კი უბედურ შემთხვევად მიიჩნია.
ბრაიანტის ქვრივი, ვანესა ბრაიანტი ავიაკატასტროფაში პილოტს ადანაშაულებდა, ასევე შვეულმფრენის მფლობელ კომპანია Island Express Helicopters Inc-ს.





გაზიარება
მოინახულეს 1 931-ჯერ
კომენტარები
რეკლამა