Image

’’ბრეშა’’ 0 - 1 ’’მილანი’’, ’’მილანელების’’ კომენტარები

სიახლეები 24-აპრ, 11:139 Milanista 1312


















''ბრეშას'' დამარცხებით ''მილანმა'' უახლოეს მდევარს რვა ქულით გაასწრო და პრაქტიკულად გადაწყვიტა სერია ა-ს ჩემპიონის ვინაობა.

''ბრეშა'' 0:1 ''მილანი''
გოლი: რობინიო 82.

''ბრეშა'': არკარი, ძებინა, ბეგა, ვაში (ბაიოკო), ძამბელი, ბერარდი, ძანეტი (ფილიპინი), ჰეტემაი, დიამანტი, ედერი, კარაჩოლო.

''მილანი'': აბიატი, აბატე, სილვა, იეპესი, ძამბროტა, გატუზო, ვან ბომელი, ზეედორფი, ბოატენგი (ემანუელსონი), რობინიო, კასანო (ამბროზინი).



ემანუელსონი
ურბი ემანუელსონმა, რომელმაც ბოატენგი შეცვალა, Milan Channel–ის მიკროფონში ისაუბრა:

"ბედნიერი ვარ, როგორც მთელი "მილანი". დგეს მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების აღება, რადგან "ნაპოლმა" ქულები დაკარგა და ამ ჩვენ ამ მოგებით ჩემპიონატში გამარჯვებას მიუახლოვდით"

"დღეს რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით. მე აღფრთოვანებული ვარ მთელი გუნდით და ყველაზე მეტად ბინოთი, რომელმაც გოლი გაიტანა"

"ახლა ჩვენ მხოლოდ მომდევნო მატჩის მოგებაზე ვფიქრობთ"
-----------------------------------------------------------------------------------------------------

მასიმო ამბროზინი:

“კარგია დაბრუნება. ნებისმიერი ფეხბურთელი მზად უნდა იყოს მოედანზე ღირსეულად შესასვლელად. ჩემი აზრით, მე დღეს დავამტკიცე, რომ შემიძლია. ამ შეხვედრის მოგება მნიშვნელოვანი იყო. მაშინ, როცა ყველაფერი შენი გუნდის სასიკეთოდ მიდის და გუნდი წარმატებას აღწევ, ყოველთვის გინდა, რომ მონაწილეობა მიიღო ამაში. მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მის წარმატებაში. ვფიქრობ, რომ დღეს წაგება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას, იმსახურებს, რომ ჩემპიონი გახდეს“.
--------------------------------------------------------------------------------------------------------

მასიმილიანო ალეგრი ( გუნდის მთავარ მწვრთნელი )
“ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი თამაში. პირველ ნახევარში შედარებით ჩაკეტილი თამაში ვუჩვენეთ. თუმცა მიუხედავად ამისა, გვქონდა რამოდენიმე რეალური მომენტი, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით. გვქონადა შანსი მოგვეგო უფრო დიდი ანგარიშით.

რობინიო მთელი მატჩის მანძილზე ჰქმნიდა მომენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რამოდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენა, თავისი საქმე მაინც გააკეთა.

ზეედორფი ჩემპიონატის ბოლო ეტაპში “მილანის“ წამყვან ფეხბურთელად იქცა. ის გამარჯვებულია, ის უბრალოდ პროფენიონალია.

დღევანდელი თამაშის შემდეგ, აბიატი პერსონალურ შექებას იმსახურებს. იმ ორი უმნიშვნელოვანესი სეივის გამო. იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ახლა, ჩვენ უკვე გვაქვს უფლება ცოტათი მოვდუნდეთ და ავღნიშნოთ აღდგომის დღესასწაული. შემდეგ კი დავიწყებთ მზადებას “ბოლონიასთან“ შეხვედრისთვის. ვფიქრობ, ეს რთული მატჩი იქნება, რადგანაც მათ 40 ქულა აქვთ და ეცდებიან უსაფრთხო ზონაში მოხვდნენ.“
--------------------------------------------------------------------------------------------------------
სილვა
“მთლიანობაში ჩვენ მივაღწიეთ კარგ შედეგს, რადგან ვეთამაშებოდით ისეთ გუნდს, რომელიც სერია ა-ს აუტსაიდერია, ასეთი თამაშები კი ყოველთვის რთულია, რადგან მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ და სერია ა-ში დასარჩენად სასოწარკვეთილები იბრძვიან.”

--------------------------------------------------------------------------------------------------------
ზამბროტა
დღეს მატჩის ბოლოს მთელი ძალებით ვუტევდით და ვრისკავდით, მაგრამ ალბათ ეს არ მოხდებოდა, თუ ჩვენ გამოვიყენდით უამრავ მომენტებს. ეს თამაში შეიძლება სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მოგებული დერბის შემდეგ გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებულია.ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოწინააღმდეგემ ბევრი საფრთხე შეგვიქმნა. ჩვენ არ ვზეიმობთ სკუდეტოს სანამ ეს ყველაფერი მათემატიკურად არ დადასტურდება. გვინდა, რომ შევინარჩუნოთ გამარჯვება სეზონის ბოლომდე.”

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4me 24 აპრილი 2011 14:17
Milanista,
რა არი ?
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (176)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა