ცოტა რამ მომდევნო მეტოქის შესახებ

ცოტა რამ მომდევნო მეტოქის შესახებ

8-07-2011, 10:39

როგორც მოგეხსენებათ, "გლადიატორებმა" ორჰეის "მილსამი" დაამარცხეს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სრული მატჩის ჯამში 5-1. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე ლლანელი იქნება. გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ამ გუნდის შესახებ.

საფეხბურთო კლუბი Llanelli A.F.C. 1896 წელს დაარსდა ამავე სახელწოდების ქალაქში, თუმცა-ღა დღემდე ნახევრადპროფესიონალურ კლუბად რჩება. თავის ისტორიაში კლუბს ეროვნულ ასპარეზზეც კი არ დიდი შედეგებისთვის არ მიუღწევია. თუ მსოფლიო ენციკლოპედია "ვიკიპედია"-ს დავუჯერებთ, ეს კლუბი საკმაოდ არასტაბილური ყოფილა...

"ლლანელი"-მ უელსის 1-ლი (რანგით მე-2) დივიზიონი 6-ჯერ მოიგო: 1913/14, 1929/30, 1932/33, 1970/71, 1976/77, 1977/78 წლებში. ერთხელ მე-2 (რანგით მე-3) დივიზიონიც მოუგია: 1957/58 წლებში. ეროვნული ჩემპიონატის მოწინავე გუნდებში დინამოს მომავალი მეტოქე 2006 წლიდან ჩანს. სწორედ ამ წელს გავიდა ევროტურნირებზე, კერძოდ კი უეფას თასის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსური გუნდი, სადაც შვედურ გეფლესთან ორი მატჩის ჯამში 1-6 განადგურდა. შემდეგ იყო გამარჯვება უელსის პრემიერ ლიგაში 2007/08 წლების სეზონში. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსელები ლატვიურ "ვენტსპილს"-თან ორი მატჩის ჯამში 4-1 დამარცხდნენ. შარშან ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მართალია მათ პირველი მატჩი შოტლანდიურ "Motherwell"-ს 1-0 მოუგეს, მაგრამ შემდეგ 3-0 დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. წელს "ლლანელი"-მ კიდევ ერთ (ამ კლუბისთვის) ისტორიულ შედეგს მიაღწია და უელსის თასი მოიგო. სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ იგი ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ერთვება გათამაშებაში.

ლლანელიში ჩვენს მეტოქეს არცთუ დიდი სტადიონი აქვს. Stebonheath Park მხოლოდ 3 700 მაყურებელს იტევს.

იმედია ამ მეტოქესაც ადვილად მოვიგერიებთ და შემდეგ ეტაპზე ადვილად გავალთ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით