Image

ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 23-ოქტ, 12:079 Sportnews 2345


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ქართულ გუნდს პირველი მედალი მოუტანა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა სეზონის უმთავრეს შეჯიბრში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

კვიპროსელი კლეოვულოს ლუკაიდისის, ბერძენი რომან მუსტოპულოსისა და უნგრელი ანდრეს ვერის იპონებით ძლევის შემდეგ, რეხვიაშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონთან, იაპონელ იუკი ნიშიამასთან ქულებით წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე კი ყაზახი სარიკბოლ ნურალინი 2 ვაზარით, ხოლო ტუნისელი ჰამზა ბარუმი ერთი იუკოთი ჩამოიცილა.

ამავე წონაში, ლაშა ზურაბიანი პირველსავე წრეში დამარცხდა. ერთადერთხელ გავიდა ტატამზე 66 კილოგრამში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილიც. ასევე 66-ში მოჭიდავე ლაშა ლომიძემ კი მერვედფინალური ბარიერი ვერ დაძლია. კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა გიორგი ბროლაშვილს (60 კგ). 4 შეხვედრის მოგებით ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ჯერ ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა, შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალშიც წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრების განაცხადსა და კენჭისყრის ბადეში შმაგი ლაგაზაურიც (60 კგ) იყო, მაგრამ ტრავმის გამო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ვაჟთა უმსუბუქეს წონაში - 55 კილოგრამში ოთარ კაიდარაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა იჭიდავეს, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

23 ოქტომბერს საქართველოს ღირსებას ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი (ორივე 81 კგ), გიორგი ნოზაძე, არჩილ შინჯიკაშვილი (90 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) დაიცავენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (203)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა