შარაპოვა დაინიშნა

სიახლეები / ჩოგბურთი / პირადი ცხოვრება 23-ოქტ, 13:339 Sportnews 1857 1






ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ თავისი შეყვარებულისგან - "ლეიკერსის" სლოვენიელ ლეგიონერ საშა ვუიაჩიჩისგან ნიშნობის ბეჭედი მიიღო.

ამის შესახებ თავად კალათბურთელმა განაცხადა 21 სექტემბერს, "გოლდენ სტეიტთან" საჩვენებელი მატჩის წინ. 26 წლის ვუიაჩიჩის თქმით, შარაპოვამ მისი წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღო და ახლა ისინი ბედნიერები არიან - წერს სააგენტო "როიტერი". "კარგი ამბავია. ახლა შეგვიძლია უფრო მეტად კონცეტრირებული ვიყოთ ჩვენს საქმეებზე", - განაცხადა საშამ.

მარია შარაპოვას პირადი ცხოვრება დიდი ხანი ჩრდილში იყო მოქცეული, რადგან ჩოგბურთელის მამა და მენეჯერები შიშობდნენ, რომ ეს სპონსორულ კონტრაქტებს დააზარალებდა. პირველი ჭორი მარიას პირადი ცხოვრების შესახებ ამერიკელ ჩოგბურთელ ენდი როდიკს უკავშირდებოდა, მაგრამ ამ ამბავს რეალური გაგრძელება არ ჰქონია. შემდეგ ტაბლოიდებმა გამოაცხადეს მარიასა და პოპ-როკ ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტ ადამ ლევაინის რომანის შესახებ. მაგრამ ეს "პროექტი" თავად მუსიკოსმა გააფუჭა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. მასში ლევაინი თითქოს ამტკიცებდა, რომ "შარაპოვა საწოლში ბაბაყივით ცივია". მოგვიანებით მომღერალმა უარყო ეს განცხადება, თუმცა უკვე გვიან იყო.

მარიასა და საშა ვუიაჩიჩის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გაჩნდა. ბოლო დროს წყვილი არ ემალებოდა პაპარაცებს და ხშირად ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე. სლოვენიელმა 23 წლის მარიას ხელი იმ დღეს სთხოვა, როცა ისინი მეგობრების წრეში აღნიშნავდნენ ურთიერთობის ერთი წლისთავს. "შესაძლოა, ასეთი სიტუაციაში ხელის თხოვნა ძველმოდური სტილია, მაგრამ მინდოდა ბოლომდე ჯენტლმენად დავრჩენილიყავი, - განაცხადა ვუიაჩიჩმა. - ახლა შეგვიძლია ქორწილის მომზადებაზეც ვიზრუნოთ". თუმცა "ლეიკერსის" მცველს არ დაუკონკრეტებია ქორწილის თარიღი. ნიშნობის ამბავი შარაპოვას აგენტმაც დაადასტურა.

მარია შარაპოვამ შვიდწლიანი კარიერის განმავლობაში 13,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მაგრამ მისი შემოსავლების დიდი წილი სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 24.5 მილიონ დოლარს უტოლდება, რითაც ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენია მსოფლიოში.
თუმცა სპორტულ ასპარეზზე მარიას აშკარა კრიზისი აქვს. 2008-09 წლებში რუსმა ჩოგბურთელმა 10 თვე გამოტოვა ტრავმირებულ მხარზე ოპერაციის გამო და უჭირს ძველ დონეზე დაბრუნება. გამოჯანმრთელების შემდეგ, მარია "დიდი სლემის" ტურნირებში მეოთხედფინალზე შორს ვერ წავიდა და ვერც მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ათეულში შეაღწია. ეს ყველაფერი ჭორაობის საფუძველს იძლევა - კერძოდ ამბობენ, რომ რუსმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაასრულოს კარიერა.

არსებობს ვერსია, რომ შარაპოვას რომანი და ნიშნობა - სარეკლამო სვლაა, რომელიც კორტზე წარუმატებელი გამოსვლის ფონზე ჩოგბურთელის პოპულარობის შენარჩუნებას ემსახურება. ასეთი ხერხს წარმატებით იყენებდა ქალთა ჩოგბურთის ყოფილი სექს-სიმბოლო ანა კურნიკოვა. ამ უკანასკნელის მენეჯერები ხან პაველ ბურესთან და ხან სერგეი ფიოდოროვთან რომანის შესახებ ავრცელებდნენ ჭორებს.

საერთოდ, ჩოგბურთელი ქალები იშვიათად თხოვდებიან სპორტის სხვა წარმომადგენლებზე - ძირითადად, მათი რჩეულები ისევ საჩოგბურთო სამყაროდან არიან. თუმცა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კიმ კლაისტერსი სწორედ კალათბურთელზე დაქორწინდა და მისგან ერთი შვილიც გააჩინა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 23-ოქტ, 19:10

ვულოცავა ამის ბოიფრენდიმეფ ვიქნებოდი
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018