Image

მარკოიშვილის 12 ქულა და შერმადინის ხუთეული

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 25-ოქტ, 20:359 Sportnews 1775


















იტალიის სერია A–ში თავი გამოიჩინა მანუჩარ მარკოიშვილმა. მისმა გუნდმა ჩემპიონატის მე-2 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა. კანტუელებმა კრემონას ”ვანოლი-ბრაგა” 77:75 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კი 27 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. “მანუმ” 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

დაძაბული ბრძოლა გადახდა ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარსაც”, რომელიც სერია A-ს დებიუტანტ “ბრინდისის” ესტუმრა და 84:87 წააგო. სანიკიძემ 17 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ვიქტორმა 2 ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, 2 სამქულიანი ააცილა, სამჯერ დაჯარიმდა და 2 შეცდომა დაუშვა.

იტალიის სერია B–ში ნიკა მეტრეველის “რიმინიმ” ”აურორას“ უმასპინძლა და 89:96 იმარჯვა. 19 წლის ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 3 წუთს ითამაშა. რიმინელები 3 მოგებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

ლიუბლიანას „ოლიმპიაში“ ხუთეულში გამოჩნდა გიორგი შერმადინი. ადრიატიკის ლიგის მატჩში ლიუბლიანელები ხორვატიაში “ციბონას ” შეხვდნენ და 3 ქულით, 81:84 წააგეს. ქართველმა ცენტრმა კი 8:30 წუთს ითამაშა და სტუმრებს 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. “ოლიმპიასთვის” ეს პირველი მარცხი იყო და 14-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა