ბასილაშვილის გიგანტური “ნახტომი”

ბასილაშვილის გიგანტური “ნახტომი”

25-10-2010, 20:44

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში დიდი წინსვლა განიცადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა კალაბასასის 50-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გასვლის წყალობით, რეიტინგში 109 ადგილი “მოიგო” და 30 ქულით 628-ე საფეხურზე დამკვიდრდა. ლადო ჩიხლაძე 11 ქულით 845-ე ადგილზეა.

საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხარკოვის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო, თურქეთის ქალაქ სტამბულში იმყოფება და ასევე 25-ათასიანი პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს.

სხვა საქმეა, რომ ოქსანას კენჭისყრისას ძალიან არ გაუმართლა. საწყის რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას დაუპირისპირდება, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 119-ე უკავია. თავად კალაშნიკოვამ თავი 303 ქულას მოუყარა და 219-ედან 187-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
წყვილთა ტურნირში ოქსანა რუს მარია სიროტკინასთან გახლავთ შეამხანაგებული (მათ მე-3 რეიტინგი გააჩნიათ) და ბულგარელ დებ ველიევებს ეთამაშება.
ეგვიპტეში კიდევ ერთ 25-ათასიან ტურნირზე კი ერთბაშად სამი ქართველი ჩოგბურთელი გაირჯება. მაკა ჩახნაშვილი, სოფო შაფათავა და სოფო ქვაცაბაია სტარტს პირდაპირ ძირითადი ბადიდან აიღებენ.

WTA-ს რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი ანა ტატიშვილმა შეინარჩუნა, რომელიც 476 ქულით 139-ე ადგილზეა, სოფო შაფათავა კი 22 პოზიციით დაწინაურდა და მოწინავე სამასეულს დაუბრუნდა.

WTA-ს რეიტინგი

139 (138). ანა ტატიშვილი – 476 ქულა; 187 (219). ოქსანა კალაშნიკოვა – 303; 251 (239). მაკა ჩახნაშვილი – 214; 280 (302). სოფო შაფათავა – 183; 294 (289). თათია მიქაძე – 169; 380 (386). სოფო ქვაცაბაია – 105; 568 (573). მანანა შაფაქიძე – 46; 605 (603). ეკატერინე გორგოძე – 40; 1087 (1090). ანა ჯიქია – 4;

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით