Image

გვარდიოლა დავიდ ლუისით დაინტერესდა

სიახლეები / ფეხბურთი 14-სექ, 15:409 FCB 1287


კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველით დავიდ ლუისით დაინტერესდა.

აქამდე კატალონიური გრანდი დონეცკის "შახტარის" მცველს რაკიცკის აკვირდებოდა, თუმცა ბოლო მატჩში მომხდარი ინციდენტისა და წითელი ბარათის გამო ინტერესი შემცირდა.

"ბლაუგრანას" სკაუტები ამჯერად ინგლისში გააქტიურდნენ და თვალი ბრაზილიელ მცველმს დავიდ ლუისს დაადგეს. მან გუშინ "ლევერკუზენის" კარში გოლის გატანა მოახერხა. წინა სეზონში კი ტრანსფერის დღიდან ძირითადში ფეხი მოიკიდა და შეუცვლელად, მაღალ დონეზე თამაშობს.

ესპანური გუნდის ინტერესი პიკესა და პუიოლის გამუდმებულმა ტრავმებმა გამოიწვია. მეორე სეზონია გუნდში ცენტრალური მცველების მაგივრად საყრდენი და ჩამშლელი ნახევარმცველები დგანან. ამ პრობლემამ გუშინდელ მატჩშიც იჩინა თავი. ამიტომ გვარდიოლამ გადაწყვიტა მიუხედავად კრიზისისა, მაინც შეეცადოს დავიდ ლუისის შეძენა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
SHOTAELENE 15 სექტემბერი 2011 12:08
კარგი იქნება თუ ლუისი გადავა ბარსელონაში
Liverpoolfc 14 სექტემბერი 2011 17:19

ციტატა: RichIe_blacKburen

ოჰოჰოჰო ერთხელ მოიქნია ფეხი და წამოყოფენ ახლა თავს გვარდიოლა და მაურინიო


ეგ სწორი კი თქვი, მაგრამ საკაიფოდ თამაშობს მართლა.
Richie 14 სექტემბერი 2011 16:57
ოჰოჰოჰო ერთხელ მოიქნია ფეხი და წამოყოფენ ახლა თავს გვარდიოლა და მაურინიო
Sportnews 14 სექტემბერი 2011 16:33
ჩელსის ფინანსები არ უჭირს როგორც უდინეზეს, ამიტომ ესენი იმდენს ვერ გადაიხდიან, რომ ეს ფეხბურთელი იყიდონ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა