სიახლეები / სხვა სახეობები / ზამთრის სპორტი / ოლიმპიური
ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს სოკ-ის ოლიმპიური ორდენი გადაეცემა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველ მოციგავე - ნოდარ ქუმარიტაშვილი "სოკ"-ის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდება.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რამდენიმე დღის წინათ აკაპულკოში (მექსიკა) გამართულ სხდომაზე მიიღო.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, 28 ოქტომბერს ბაკურიანში ქართველი მოციგავის მემორიალთან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის სახელით ქუმარიტაშვილის ოჯახს სოკ-ის ოლიმპიურ ორდენს გადასცემენ სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე პამელა ვაიპონდი, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰერალდ სტეირერი.

სოკ-ის ორდენის გადაცემის ცერემონიალში, რომელიც ბაკურიანში ახლადგახსნილ მემორიალთან 14:00 საათზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი.








კომენტარის დამატება
  • admin

  • 28 ოქტომბერი 2010 02:31
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
ეს ამ ბიჭის სიცოცხლეს ვერ დააბრუნებს მაგრამ პატივის საცემად გამოდგება :)