საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიემგზავრება

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 28-ოქტ, 16:069 Sportnews 2413 0





31 ოქტომბერს ანთალია ძიუდოში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში მონაწილეობას 8 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. მათ შორის საქართველოც. ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სოსო ლიპარტელიანმა 7-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ქართული გუნდი თურქეთში პარასკევს, გამთენიას გაემგზავრება. შეგახსენებთ, გუნდურ პირველობაში 5 წონითი კატეგორიაა - 66, 73, 81, 90 და +100 კგ.

"ორ წონაში ორ-ორი სპორტსმენის წაყვანა გადავწყვიტეთ, სამ წონაში კი მხოლოდ თითო ძიუდოისტი გვეყოლება. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ნაკრების ორი წევრი - ამირან პაპინაშვილი (66 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) გამოგვაკლდა" - განაცხადა სოსო ლიპარტელიანმა. ეროვნულმა ნაკრებმა ანთალიაში გამგზავრებამდე ძიუდოს აკადემიაში ბოლო ვარჯიში 28 ოქტომბერს 11:00 საათზე გამართა.

საქართველოს ნაკრებიხ შემადგენლობა

66 კგ - დავით ასუმბანი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი
81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ხვიჩა ხუციშვილი
90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ - ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი.

მთ. მწვრთნელი: სოსო ლიპარტელიანი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა