ჩიჩარიტოს ინტერვიუ

ჩიჩარიტოს ინტერვიუ

28-10-2011, 19:37

ხავიერ ერნანდესი ესაუბრა ``United Review-ს`` და ``ManUtd.com-ს``, მანჩესტერში ყოფნის მეორე სეზონის შესახებ.


შენ გქოდა ფანტასტიკური პირველი სეზონი აქ. რაიმე ზეწოლა იგრძენი, განსაკუთრებით კი ამ სეზონში?
ჰა! მექსიკაში ხალხი ამის შესახებ ბევრს მეკითხება, პასუხია-არა! მე ვერ ვგრძნობ რაიმე ზეწოლას. ბედნიერი ვარ, რომ გასულ სეზონში, ჩვენ მოვიგეთ პრემიერ ლიგა და გავიტანეთ ბევრი გოლი, მაგრამ ახლა არის ახალი პერიოდი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მეორე სეზონი იქნება თუ მეათე , ეს არის ახალი გამოწვევა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ყველაფერი რაც შემიძლია საუკეთესოდ გავაკეთო. მე ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. მინდა, რომ სარგებელი მოვიტანო გუნდისთვის და ყოველი თამაში გავაუმჯობესო.


ეს წელი უფრო რთული იქნება, რადგან მცველებმა შენს შესახებ უკვე იციან?
რა თქმა უნდა, მაგრამ მეც ბევრი ვიცი მათზე და პრმიერ ლიგაზე, რაც არ ვიცოდი ადრე. ამაზე ნუ წუხარ!


შენი გადმოსახედიდან, შენივე მოძრაობა საჯარიმო ზოლში ბუნებრივად მოდის?
ვფიქრობ რომ ეს ფეხბურთის ბევრი ყურების შედეგია. თუ ტელევიზორში ფეხბურთია მაშინ მე მას ვუყურებ. არ მადარდებს ვინ თამაშობს, არც ის მადარდებს რომელი ლიგაა ეს. ფილმების ყურების ნაცვლად, თავისუფალ დროს ფეხბურთს სხვა მხრიდან ვაკვირდები. როცა ამას ვუყურებ, სხვა ფეხბურთელების თამაშს ვაანალიზებ და შემდეგ საკუთარ თამაშზე ვფიქრობ. უნდა გახსოვდეთ რომ მე `ფიზიკურად` ძლიერ ლიგაში ვთამაშობ. არ ვარ ძალიან მაღალი და ძლიერი, ამიტომ მცირე შანსი მაქ მოედანზე ამ კომპონენტებში გამარჯვების. მჭირდება გამოვიყენო ნიჭი და უნარი იმისთვის რომ მცველებზე უკეთ გამოვიყურებოდე მოედანზე.


თქვენთვის ფიქრობთ ვინ იქნება შემდეგი სამიზნე ამ სეზონში?
არა, არასოდეს. მე მხოლოდ ვფიქრობ იმაზე რომ უფრო მეტი ვიმუშავო, გავაუმჯობესო თამაში და დარწმუნებული ვიყო რომ მზად ვიქნები მაშინ, როცა მენეჯერი მოედანზე გასვლას და თამაშს მომთხოვს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთ წუთი იქნება თუ მთელი 90. თუ შემიძლია რომ ჩემი გატანილი გოლით გუნდს დავეხმარო ეს არაჩვეულებრივია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანს, მთავარია ``მანჩესტერ იუნაიტედმა`` გამარჯვება მოიპოვოს.


მე-19-ჯერ გაჩემპიონება დიდი მიღწევაა გუნდისთვის. შეძლებს ამ სეზონში იგივეს განმეორებას?
დარწმუნებულ ვარ ამას გავაკეთებთ! ჩვენ გვყავს ბევრი ახალგზარდა მოთამაშე, რომელთაც ამის გაკეთება სურთ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი დიდი ხანია თამაშობს კლუბში და ბევრი თასიც აქვსმოგებული მაგრამ მათაც ძალიან ბევრი სურვილის აქვთ. ვფიქრობ რომ ჩვემ გვაქვს კარგი მიქსი ახალგაზრდობის და გამოცდილების. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.


რამდენად კარგად შეეწყვეთ ცხოვრებას მანჩესეტერში და იუნაიტედში?
ეს დაუჯერებელია. მე კვლავ ვატარებ სპეციალურ მაისურს. გარშემო ასეთი გასაოცარი ფეხბურთელები გყავდეს და შენს სახელს იუნაიტედის მაისურზე ხედავდე... ეს გასაოცარია. ხანდახან დილით ვდგები და ამას ვერც ვიჯერებ. ვცხოვრობ უდიდეს ქვეყანაში, ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში და ლიგაში. ამისათვის ძალიან მადლობელი ვარ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით