სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ჟერვიონიო აზარს ინგლისში იწვევს

ლონდონის "არსენალის "ფორვარდი ჟერვიონიო ყოფილ თანაგუნდელს ედენ აზარს ინგლისში ეპატიჟება.

"აზარი ახალგაზრდა ფეხბურთელია უდიდესი ნიჭით. თუ ის სხვა გუნდში მოისურვებს გადასვლას ეს ბუნებრივია, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უფრო მაღალი დონის ფეხუბრთი. ვფიქრობ აზარი ინგლისური ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილია."

"ედენმა საფრანგეთში ბევრი ისწავლა. მჯერა, რომ საფრანგეთის გარეთან მიაღწევს წარმატებას. სადაც არ უნდა გადავიდეს, ის აუცილებლად გააძლიერებდა კლუბს. ვფიქრობ კარგი იქნება,თუ ის "არსენალში" გადმოვა. არსენ ვენგერს ახალგაზრდებთან შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს." - დაასრულა ჟერვინიომ.











კომენტარის დამატება