აირჩიეთ გუნდი:

ხურციძეს საფრანგეთში აფრიკულად დაუთვალეს



ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პარიზის სპორტის სასახლეში, “პორტე დე ვერსალში” ჩატარებულ ბრძოლაში საფრანგეთის დროშის ქვეშ მოჩხუბარ კამერუნელთან, ჰასან ნდამ ნჯიკამთან ქულებით დამარცხდა და საშუალო წონაში WBA-ის (მსოფლიოს კრივის ასოციაციის) მსოფლიოს ჩემპიონის დროებითი ქამრის მოპოვება ვერ შეძლო. სამივე მსაჯმა აფრიკელის სასარგებლო ანგარიში დაწერა. ორმა მათგანმა ჰასან ნდამ ნჯიკამს მინიმალური სხვაობით - 115:114 მოაგებინა, მესამემ კი 6-ქულიანი სხვაობა დათვალა 117:111.

ბრძოლის დაწყებამდე რინგზე ქართული ცეკვა შესრულდა, ხურციძის პატივსაცემად. შემდეგ კი საქართვე¬ლოსა და საფრანგეთის ჰიმნებიც ააჟღერეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში შეკრებილთა უმრავლესობამ პარიზში მოვარჯიშე კამერუნელს უქომაგა და ვეჭვობთ, საკუთარი კედლების ფაქტორმა ოდნავ მსაჯების საბოლოო გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა.

“ტორნადოდ” წოდებული ქართველი 12 რაუნდის განმავლობაში, შეუჩერებლად უტევდა თავისზე ერთი თავით მაღალ აფრიკელ მეტოქეს. უკვე მე-2 რაუნდში თვალზე ტრავმაც კი მიაყენა და კამერუნელმა ფრანგმა მთელი შეხვედრა სისხლიანი სახით ჩაატარა, მაგრამ ამის გამო რეფერის ყურადღების ცენტრში ერთხელაც არ მოქცეულა. ნჯიკამი მუდმივად უკან იხევდა, ცდილობდა ახლო ბრძოლაში არ შესულიყო და გრძელი ხელების ხარჯზე დისტანციური დარტყმები განეხორციელებინა. ამ ტაქტიკამ გაუმართლა კიდეც და 25-ე პროფესიულ შეხვედრაში 25-ე გამარჯვებით გაიხარა. 31 წლის ავთანდილ ხურციძის ანგარიშზე კი 26 ჩატარებული ბრძოლა, 22 მოგება (13 ნოკაუტით), 2 ფრე და 2 წაგებაა.

ბოლოს ერთ საინტერესო მომენ¬ტზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. ხურციძისა და ნჯიკამის შეხვედრის დასრულების შემდეგ. კრივის მიმომხილველ უცხოურ ვებ-გვერდებზე შესული მკითხველების აბსოლუტური უმრავლესობა შედეგით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აღნიშნავდა, რომ სამწუხაროდ, პროფესიულ კრივში ძალიან ბევრი უსამართლობაა. ეს რომ მარტო ქართველი გულშემატკივრების შეფასება ყოფილიყო, შეიძლებოდა მიზეზიც მოგვეძებნა - მარცხით გაბრაზება, მაგრამ ნეიტრალური მაყურებლის ერთობლივი მოსაზრება ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. შესაბამისად, საბოლოო ქულებიც გარკვეულ სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ბოლო წამებზე რომ ავთანდილ ხურციძეს მეტოქისთვის 2 სუფთა დარტყმა მიეყენებინა, ძალიან გვეეჭვება, მინიმალური სხვაობის დამფიქსირებელ მსაჯებს ქართველის სასარგებლოდ 116:115 დაეწერათ...

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

3

1876

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: admin  

beqa_beqa,
გეტანხმები ეკუთვნოდა და მოიგო :)

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: beqa_beqa  

აუ ეგრე არა რა უყურე და ფრანგის ჩხუბის სტილი ძალიანმომწონს ეკუთვნოდა გამარჯვება რა შუაშია რომ ფრანგია მართლა ღირსეულად მოუგო

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

ტორნატომ მართლა მაგრად იჩხუბაა, დაულურჯა თვალი, სისხლი ადინა მთელი შეხვედრის განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთსი ფრანგ აფრიკელს გაამარჯვებინეს.

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.