Image

ალეგრი: "მარცხს არ ვიმსახურებდით"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 31-ოქტ, 19:109 kaka-ika 1994


















"მილანის" მწვთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა "იუვენტუსთან" მე-9 ტურში წაგებაზე. "მილანმა" ტურინელებთან ანგარიშით 1:2 წააგო.

"ჩემი აზრით, "მილანმა" ჩაატარა საკმაოდ კარგი მატჩი და შექმნა ბევრი მომენტი. პირველ ტაიმში, “იუვეს” საშუალება მივეცით ორჯერ დაერტყა შორიდან, ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ბურთზე კონტროლს ვკარგავდით. ანგარიშის გათანაბრების ბევრი საშუალება გვქონდა. სამწუხაროდ, ანგარიში არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ფაბიო კვალიარელას გადაცემის მომენტში და გოლის დროს შეცდომები დავუშვით, თუმცა ამ მომენტებამდე, “იუვენტუსი” საკუთარი ნახევრის დატოვებასაც კი ვერ ახერხებდა. ჩვენ ვერ შევძელით მომენტების რელიზება და ძალიან ვჩქარობდით გოლის გატანას, ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. ვფიქრობ, ეს არის პირველი მარცხი სეზონში, რომელსაც არ ვიმსახურებდით. ეს წაგება მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან მას არ ვიმსახურებდით. მომდევნო მატჩი მადრიდის "რეალთან" გვაქვს, შევეცდებით ესპანური გრანდი დავამარცხოთ და კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გავცეთ."


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (234)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა