Image

ლადო ვარძელაშვილმა ნინო სალუქვაძეს წარმატება მიულოცა

სიახლეები / სხვა სახეობები / ოლიმპიური 31-ოქტ, 20:109 Sportnews 3825


სპორტისა და ახალგაზრ დობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი, ტყვიის სროლაში მსოფლიოს სუპერთასზე გამარჯვებულ ნინო სალუქვაძეს მისივე სახელობის ტირში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

მინისტრთან და მის მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ სალუქვაძეს გამარჯვება, სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა - გია უდესიანმა და სამინისტროსა და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს. შეხვედრაზე გამართულ ბრიფინგზე ერთხელაც აღინიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება თბილისში სროლის სახეობათა ფედერაციისათვის სპორტული ბაზის მოსაწყობად.

ნინო სალუქვაძემ მსოფლიოს სუპერ თასი მიუნჰენში მოიპოვა, სადაც უძლიერესის ტიტულისათვის მსოფლიოს 12 საუკეთესო მსროლელი იბრძოდა. სალუქვაძემ სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო, მის კარიერაში კი ეს უკვე მეცხრე სუპერთასია.

ლადო ვარძელაშვილი: ”ნინო სალუქვაძის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ვულოცავ ნინოს ამ გამარჯვებას. სასიხარულოა, რომ სალუქვაძე კვლავ საუკეთესო ფორმაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადისათვის ის კვლავ ფორმაში იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ნინოს დახმარებით მოხდეს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში."

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 1 ნოემბერი 2010 00:23
ამ კვირის ერთ-ერთი ჩვენი სიხარული,რაგვისტების,და ხელბურთელების თანხლებით: )
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (355)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა