ლიოვი:ყველა გუნდს აქვს შანსი

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 03-დეკ, 23:499 zuka123 1113 0






როგორც მოგეხსენებათ, უკვე გაიმართა ევრო 2012-ის კენჭისყრა. "სიკვდილის" ჯგუფად კი გერმანიის, დანიის, ჰოლანდიის და პორტუგალიის ჯგუფი მონათლეს. კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა.

ლიოვმა განაცხადა, რომ ყველა გუნდი ძალიან საშიშია და მთავარია ის, რომ ევრო 2012-მდე ფეხბურთელებმა ფორმა შეინარჩუნონ. "ჩვენი ჯგუფი არის ყველაზე ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო. თითოეული გუნდი ძალიან საშიშია და ეს ალბათ დადასტურდება კიდეც. შეიძლება ასეთი ძლიერი ნაკრებების შემხედვარე იფიქროთ, რომ დანია უპირობო აუცაიდერია, მაგრამ ის ძალიან საშიში, რადგან დანიელებს არ ეშინიათ "დიდი სახელების". როგორც იცით მე განვაცხადე, რომ არ მყავს ისეთი გუნდი, რომელთანაც არ ვისურვებ შეხვედრას, რათა შემდეგ ეტაპზე ადვილად გავაღწიო. მე მსურს ვითამაშო ძლიერ გუნდებთან და დავამტკიცო, რომ გერმანია საუკეთესოა."

"ევროპის ჩემპიონატზე ყველა გუნდს აქვს შანსი. ეს არ არის მსოფლიო ჩემპიონატი სადაც თქვენ შეგიძლია ითამაშოთ კოსტა რიკასთან, ეკვადორთან ან სხვა მსგავს გუნდებთან".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018