პასტორეს ფრანგული ფეხბურთის სტილი ჯერაც ვერ გაუგია

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 05-დეკ, 20:179 zuka123 1149 0






"პსჟ"-ს არგეტინელი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმაზე თუ როგორ ათამაშებს მას მთავარი მწვრთნელი და როგორ თამაშობენ ფეხბურთს საფრანგეთში.

"ჩემი პოზიცია და როლი კლუბში არის შევიწროებული. იძულებული ვარ რაღაც ჩარჩოში ვითამაშო. არადა იტალიაში სულ სხვანაირად ვთამაშობდი."

"როცა მე ბურთს მივიღებ, მოედნის ისეთ ნაწილში ვარ, საიდანაც შეუძლებელია მეტოქის კარის შეწუხება. მაგრამ მე ვთამაშობ "პსჟ"-ში და უნდა მივეჩვიო გუნდის თამაშს."

"არის კიდევ ერთი პრობლემაც: თანაგუნდელები იგნორირებას მიკეთებენ. ბურთს მიიღებენ თუ არა, მას მისდევენ. თავს ზევით საერთოდ არ წევენ და შესაბამისად ვერ ხედავენ მოთამაშეებს. ასევე გაურკვეველია ფრანგული ფეხბურთის სტილი. გულწრფელად გეტყვით, თანდათან მე ეს მაშფოთებს".

წყარო Lequipe.fr



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018