მერაბ ჟორდანიას გუნდმა ახალი ფეხბურთელი დაიმატა

სიახლეები / უცხოური ფეხბურთი 06-დეკ, 22:209 zuka123 1201 0






არნემის "ვიტესის" რიგებს ჯონათან რეისი შეუერთდა.

22 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა და სავარაუდოდ ის იქნება შემცვლელი "ვიტესის" ლიდერის, ორლოვ უილფრედუ ბონის, რომელიც იანვარში აფრიკის თასზე მიდის კოტ-დ'ივუარის სახელის დასაცავად.

2007 წელს ჯონათანი "პსვ"-ში "ატლეტიკო მინეიროდან" გადავიდა. კარგად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მან მიიღო მუხლის უმძიმესი ტრავმა. ასევე მას ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებზეც. საინტერესოა, რომ ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა იმ მატჩში, სადაც "პსვ"-მ 10:0 გაანადგურა "ფეინოორდი". რეისმა ჰეთ-რიკი შეასრულა, მაგრამ 2011 წელს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

"ვიტესის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მოთამაშე აღიდგენს ფორმას და გუნდს წარმატებას მოუტანს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018