ნავასი საოპერაციოა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 01-ნოე, 21:569 beqa_beqa 1074 1






"სევილიას" ხელმძღანელობამ მალა, მაგრამ ჭირმა თავი ვერ დამალა და გუშინ საზოგადოებამ შეიტყო, რომ გუნდის მსოფლიო ჩემპიონი ნახევარმცველი ხესუს ნავასი საოპერაციოა. ბოლო თვენახევარია ნავასი კოჭის ტკივილების გამო ვერ თამაშობს, პრობლემას ვერაფრით ეშველა, პროგრესი არ ჩანს, ამიტომაც კლუბის ექიმებმა ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ნავასმა ბოლოს, სექტემბერში ევროპის ლიგის მატჩში ითამაშა "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ. კოჭის ძვალი არაფრით შეხორცდა ისე, რომ ფეხბურთელმა ტკივილი აღარ იგრძნოს. ნავასმა სრული აღდგენითი კურსი გაიარა, მაგრამ ამაოდ.

ორი კვირის წინათ ნავასმა დოქტორ მიკელ სანჩესთან გაიარა კონსულტაცია, მაშინ ხესუსს ურჩიეს კოჭი დაესვენებინა, მაგრამ ვერც ამ ღონისძიებამ გაამართლა - გუშინ ვარჯიშზე ნავასმა საშინელი ტკივილი იგრძნო და დახმარება ითხოვა. ხელახალი კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღეს. 25 წლის ნავასი ოპერაციას მომავალ კვირაში გაიკეთებს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, ნავასი ფეხბურთს ზამთრის პაუზის წინ დაუბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, მან იანვრის შუამდე ვერ შეძლოს თამაში. ეს კი მწვრთნელ გრეგორიო მანსანოსთვის ახალი თავსატეხია, ნავასის ტოლფასოვანი შემცვლელი გუნდს ნამდვილად არ ჰყავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 01-ნოე, 22:19

მიდი ხესუს შენ დაქვშირდები ესპანეთში
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018